"ფანტომ–გოლი" და ბოთლი
- ლუიშ ფაბიანოს დარტყმის შემდეგ, ალბიოლს ბურთი კარის ხაზიდან გამოაქვს. მსაჯის დამხმარე თვლის, რომ ბურთს კარის ხაზი მთლიანად არ გადაუკვეთია, როგორც ამას რეგლამენტი ითხოვს.– "მადრიდის რეალის" გოლკიპერს წყლის ბოთლს ესვრიან.
პირველი ნახევარი დასასრულს უახლოვდებოდა, "მადრიდის რეალი" ბენზემას გოლის წყალობით 0:1 იგებდა, როცა მოულოდნელად ლუიშ ფაბიანო გავიდა იკერ კასილასთან ერთი–ერთზე, მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში დაარტყა. ბურთი,მას შემდეგ, რაც ალბიოლს მოხვდა, კარისკენ გაგორდა. ამ დროს მცველი ინერციით კარში "შეფრინდა", ხოლო ბურთი კარის ხაზზე იყო. ალბიოლმა მოახერხა, მიწვდა ბურთს და უკუაგდო იგი. "სანჩეს პისხუანის" ტრიბუნები, თვითონ ფეხბურთელები და მოკლედ, მთლიანად "სევილია" უკმაყოფილო იყო. გადაკვეთა თუ არა ბურთმა მთლიანად კარის ხაზი? გვერდითა მსაჯმა ფერმინ მარტინესმა ჩათვალა, რომ არა, ხოლო უნდიანომ კი კლუბები შესვენებაზე გაუშვა, არ ჩათვალა რა "ფანტომ-გოლი", საკუთარი თავი უკმაყოფილო "სევილიელ" ფეხბურთელთა მხრიდან მასირებული შემოტევის რისკის ქვეჩ დააყენა.
თავად მრავალჯერად სატელევიზიო განმეორებებსაც კი არ შეუძლიათ იმის დამტკიცება,იყო თუ არა გოლი. "თუ რამენაირი ეჭვი არსებობს, მაშინ მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო გოლი"-განაცხადა ვალდანომ, "მადრიდის რეალის" გენერალურმა დირექტორმა. "ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა"-აღნიშნა აშფოთებულმა დელ ნიდომ, "სევილიას" პრეზიდენტმა.

გასარკვევი ისაა, მთლიანად გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი? კანონის მიხედვით,გოლი რომ ჩაითვალოს ბურთმა მთლიანად უნდა გადაკვეთოს კარის ხაზი. ამის შესახენ წერია მე–10 კანონში: "გოლი ითვლება, როცა ბურთი მთლიანად გადაკვეთს კარის ხაზს, რომელიც გადის ორ ვერტიკალურ ძელს შორის, ყოველთვის და მაშინ,როცა კლუბი, რომელსაც გააქვს, გოლის გატანამდე არ არღვევს წესებს."
ამ მეტად საკამათო ეპიზოდის გარდა, რომელიც კიდევ კარგა ხანს ემახსოვრებათ, იყო კიდევ ერთი არასასიამოვნო ინციდენტი. საფინალო სასტვენის შემდეგ, უცბადვე "მადრიდის რეალის" გოლკიპერ იკერ კასილასს თავში პლასტმასის ბოთლი მოხვდა. მსაჯს, რომელმაც შეიტანა ეს ფაქტი მატჩის მოხსენებით ბარათში, სხვა ფეხბურთელებმა და მისმა კოლეგებმა აცნობეს ამ ამბის შესახებ. ის დაინტერესდა, იყო თუ არა წესრიგში ყველაფერი იკერ კასილასის თავს, რომელიც გაზონზე იწვა. ამ დროს ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც მთელი შეხვედრა ბურთის მოწოდებით იყვნენ დაკავებულნი, შეეცადნენ მოედნიდან აგრესიის საგანი გაეტანათ. დელ ნიდომ ისაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ კლუბი იპოვის დამნაშავეს, ვინაიდან "მოედნის ამ მხარეს სათვალთვალო კამერებია." ამასთან დაკავშირებით ვალდანომ აღნიშნა, რომ აქ დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ აგრესორია, რომელსაც კასილასმა სულელი უწოდა, მოხსნა რა ყველანაირი ბრალდება საკუთარ სევილიელ გულშემატკივრებს, რომელთა ქცევაც გოლ–ფანტომამდე და მას შემდეგ, მან შეაქო.

წყარო: Elpais.com
- 28 იანვარი 2011
- 3 632
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.