ჟ ო ზ ე მ "მთავრობა" დაამხო
გამქრალი ქედმაღლობა და მაუს ტრიუმფი...
მოგეხსენებათ სერიოზული კონფლიქტი მოხდა გუნდის მთავარ მწვრთნელსა და გუნდის გენერალურ დირექტორ ხორხე ვალდანოს შორის. ყველა თანხმდება იმ აზრს, რომ ხორხეს გადამკიდე ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ გაიხარა სამეფო კლუბში. ის იყო ქედმაღალი როგორც ყოველთვის და მისი სიტყვა ყოველთვის მეტს ნიშნავდა ვიდრე გუნდის მთავარი მწვრთნელისა.
მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ამაში ყველაზე დიდი წვლილი ჟოზე მაურინიომ შეიტანა. ამის დასტურდ კი ვალდანოს სინანულ ნარევი ინტერვიუც კმარა.
" თუ ეს მწვრთნელის მშვიდად მუშაობის გარანტი იქნება მე თანახმა ვარ წავიდე გუნდიდან. მე საერთოდ ვერ ვხედავ ამხელა აჟიოტაჟის ატეხვის მიზეზს რადგანაც აქ უბრალო გაუგებრობა იყო და მეტი არაფერი."
" აქ მთავარი ფიგურა მაურინიოა და მას პატივი უნდა ვცეთ გუნდის ხელმძღვანელებმა, რადგანაც აქ მე არ ვარ განსაკუთრებული, ასეთი პერსონა აქ მხოლოდ ერთია და ეს ჟოზე მაურინიოა."
" მას უადვილდება გუნდის პრეზიდენტთან ურთიერთობა და სწორედ ამიტომ სამომავლოდ მე მათი შუამავალი აღარ ვიქნები და ისინი თავად გაარკვევენ თუ რა სჯობს და რა არა. ჩემი აზრით ეს უპრიანი იქნება და მაურონიოც უფრო კონფორტულად იგრძნობს თავს." - განაცხადა გუნდის გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ.
- 27 იანვარი 2011
- 3 980
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.