მოუ: "თუ წავედი, მხოლოდ ინგლისში წავალ"

დღეს ჟოზე მოურინიომ The Sun-თან მცირე კომენტარი გააკეთა მისი "რეალიდან" წასვლაზე...

როგორც იცით ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ჟოზე მოურინიო "რეალიდან" წასვლას აპირებდა. ეს იმითაა გამოწვეული,რომ პორტუგალიელი უკმაყოფილოა ხორხე ვალდანოს მის საქმეებში ჩარევით. მოუს შეხვედრაც ჰქონდა "ბლანკოსის" აღმასრულებლებთან,მაგრამ იმ შეხვედრის დეტალები საიდუმლოდ რჩება.

დღეს პორტუგალიელმა The Sun-თან ინტერვიუში შემდეგი განცხადება გააკეთა: "მე გადავწყვიტე,რომ ინგლისში დავბრუნდე,მაგრამ ვერ გეტყვით როდის. ჯერ მადრიდში ვარ და ჩემი სამუშაო პირნათლად უნდა შევასრულო. ბედნიერი ვარ ჩემი სამსახურით,მაგრამ ვისურვებდი რომ უკეთესად ვიყო."

"ინგლისში დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი "ჩელსში", "სიტიში" ან "მანჩესტერში". "პრემიერ" ლიგა არის ჩემპიონატი,სადაც იციან მეტოქის დაფასება. იქ ყველა მატჩი საინტერესოა და ერთი სიტყვით იგი საუკეთესოა მსოფლიოში."

ჟურნალისტების კითხვაზე თუ როდის დაბრუნდებოდა ინგლისში, მოუმ ასეთი პასუხი გასცა: "მე ჯერ მადრიდში ვარ".


goal.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)