იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

"სევილია" "მადრიდის რეალის" წინააღმდეგ, სამეფო თასის 1/2 ფინალის პირველი შეხვედრა, "სანჩეს პისხუანი"–ს სტადიონი.

მოკლედ, ხაბი ალონსოს ბრწყინვალე თამაში-ფეხბურთელი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა-და კიდევ ერთი კარგი თამაში კარიმ ბენზემასი-ფეხბურთელი, რომლის მორიგმა გოლმა ჩვენ გამარჯვება მოგვიტანა ამ მეტად დაძაბულ ორთაბრძოლაში.

ერთი. სხვადასხვა მომენტები, ნაწილი I

კრიშტიანო ძლივს სუნთქავს და მარსელო...რაღაცას აკეთებს. წარმოუდგენელი და გაუგებარია, თუ რა ხდება მან, მაგრამ ეს ძველი მარსელინიოა. არა?


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


და სტილისტური შენიშვნა-ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა "მადრიდის რეალის" ფეხბურთელების ნახვა საგარეო უნიფორმაში და თეთრი წინდებით. ჩემი აზრით, ეს იმიტომ, რომ "სევილიამ" არჩია შავი წინდების ტარება თავიან საშინაო თეთრ უნიფორმასთან ერთად.

ორი. ჩვენი ბიჭები მიმზიდველად გამოიყურებიან, როცა ხურდებიან.


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


სამი. კარიმის გოლი ხელოვნების ნიმუში იყო. აღნიშვნისას მან სათადარიგოთა სკამს მიაშურა, რათა ყველა თანაგუნდელთან ერთად ეზეიმა. მან ასევე იზეიმა ჟოზე მოურინიოსთან ერთად (ჩემი აზრით, დაბ. დღეც მიულოცა და მადლობა გადაუხადა მოტივირებისთვის).


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


ძალიან კარგი სანახავი იყო კარიმ ბენზემასა და მისი თანაგუნდელების მხირულობის ნახვა, თითოეულ ფებხურთელს უხაროდა, ვინაიდან მათ იცოდნენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს გოლი კარიმისთვის.


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


მარტო ერთი სიტყვა მოგდის თავში: piña (ანანასი–ესპანურიდან ესე მითარგმნა და არ ვიცი რამდენად მართალია. ავტ.)


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


ოთხი: რამდენად კარგი გოლიც იყო, იმდენად კარგად დაამახსოვრდებათ ეს თამაში ძირითადად ორი ინციდენტის გამო: პირველი იყო “gol fantasma” (არჩათვლილი გოლი). მაშინ როცა პირველი ნახევარი სრულდებოდა, ლუიშ ფაბიანომ იკერ კასილასი მოატყუა და ცარიელ კარში დაარტყა ბურთი, რომელსაც გზაზე რაულ ალბიოლი გადაეღობა. ამ მომენტში "ბლანკოსების" მცველი კარში შეცურდა, მაგრამ დაინახა რა , რომ ბურთი მაინც აგრძელებდა მოძრაობას კარისკენ, მწოლიარემ ბურთს ფეხები კრა და კარის ხაზიდან გამოიტანა. მთავარმა მსაჯმა მაშინვე გაიხედა გვერდითა არბიტრისკენ, რომელმაც კუთხურის ალმისკენ მიუთიუთა. შესაბამისად ტაბლოზე კვლავ 0:1 დარჩა. სატელევიზიო განმეორებები ნათელ სურათს არ იძლევიან, წესების თანახმად ბურთმა მთლიანად უნდა გადაკვეთოს კარის ხაზი, მოცემულ შემთხვევაში კი ბურთის რაღაც ნაწილი მაინც ეხებოდა კარის ხაზს.


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


თამაშის შემდეჰ, რაულ ალბიოლმა განუცხადა Cope და SER–ს, რომ მისი აზრით, გოლი სამართლიანად არ ჩაითვალა, რადგან ბურთს კარის ხაზი ბოლომდე არ გადაუკვეთია და ეს მან ნათლად დაინახა. მოუმ შეაქო რაული და მიულოცა მას ასეთი საქციელი.

მას მადლობა თანაგუნდელბმაც გადაუხადეს, ხოლო გარაი, რომელიც იმ მომენტში ხურდებოდა ტაშის კვრით და შეძახილით შეხვდა მის ასეთ საქციელს
.

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


უნდა ჩათვლილიყო გოლი , თუ არ უნდა ჩათვლილიყო ეს დიდი მსჯელობის საკითხია, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ რაულ ალბიოლის ფეხები ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, როცა ამ უკანასკნელმა ბურთი უკუაგდო, ნუთუ არა?


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


ხუთი: მას შემდეგ, რაც მეორე ნახევარი მორჩა, იკერ კასილასს თავში პლასტიკური ბოთლი მოხვდა, რომელიც მას მაყურებელთა ტრიბუნიდან ესროლეს. პირველ ჯერზე, ნასროლი ბოთლი მიზანს აცდა. როცა ნასროლი ბოთლის ასაღებად დაიხარა, სწორედ მაშინ მოხვდა მეორე ბოთლი თავში. იკერი წაიქცა, მას სწრაფად შემოესივნენ "სევილიელი" ბიჭები, რომლებიც თხოვდნენ , რომ წამომდგარიყო მსაჯთა ბრიგადის მოსვლამდე, რათა ეს ფაქტი მატჩის შემდეგ მსაჯების მიერ დაწერილ მოხსენებაში არ მოხვედრილიყო. ამან ნათლად დაანახა "სევილიელთა" რეალური განწყობა თამაშამდე, არა?


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


საბედნიეროდ მათმა მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, ვინაიდან ეს ინციდენტი მოხვდა მოხსენებით ბარათში შემდეგი სახით: "როცა თამაში მორჩა, პატარა წყლის ბოთლი ისროლეს ტრიბუნებიდან, იმ ადგილიდან, სადაც მასპინძელი კლუბის გულშემატკივრები ისხდნენ. საგანი თავში მოხვდა საფეხბურთო კლუბ "მადრიდის რეალის" ფეხბურთელს, რომელიც ატარებს მაისურს ნომრით 1, იკერ კასილას ფერნანდესს. ფეხბურთელი იმ მომენტისთვის მინდორზე იყო. როგორც კლუბის დელეგატებმა გვაცნობეს , ფეხბურთელი ამ ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა."

სასიამოვნო იყო იმის ნახვა, თუ როგორ ეხმარებოდა კანუტე იკერ კასილასს, მაშინ როცა აიტორე კარანკა გამოსალაპარაკებლად მივიდა იმ ორ ბურთის დამტარებელ ბიჭებთან, რომლებიც სწრაფადვე გაეცალნენ შემთხვევის ადგილს. მიდი მიაწექი კარანკა!


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


იკერმა მოედანი თავზე ხელმოკიდებულა დატოვა. იგი ცდილობდა ამ ინციდენტის მოსალოდნელი შედეგების მინიმალიზება მოეხდინა: "მჯერა, რომ ესპანეში ბრწყინვალე ქომაგები არიან, მაგრამ ზოგჯერ მათ შორის გამოერევა რამოდენიმე ვანდალი ვიგინდარა, რომლებიც ასეთ რამეებს აკეთებენ და სიტუაციას აფუჭებენ."


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


ამის შემდეჰ ჟოზე მარია დელ ნიდომ მთელი კვირის მანძილზე ყველაზე ჭკვიანური რამ გააკეთა. მან გააკტიკა ასეთი ინციდენტი და თქვა, რომ კლუბი აუცილებლად მიიღებს კონტრზომებს.

ექვსი. სხვადასხვა მომენტები. ნაწილი II.

ხაბი ალონსო გაოცებას ვერ მალავს, როცა კვლავ აწყდება ოზილის კლასს , ხოლო ალვაროს კი ყბაში ხვდება-პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


შვიდი: კიდევ ერთი ბრწყინვალე სამუშაო პოზიცია. იყო გვერდითა არბიტრი და ამოწმო ფეხბურთელების სწორად ჩაცმულობა, როცა ისინი მოედანზე შედიან. გახსოვთ, როცა სერხიო შედიოდა შეცვლებზე?


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


რვა: მომეწონა , თუ რაც თქვა კრიშტიანომ თამაშის შემდეგ: "სევილიას" შეუძლია ასე გაგრძელება, სწორედ ამ ტემპით, ვინაიდან ეს ჩვენ უფრო მოტივირებულს გვხდის."

ამავდროულად ალბიოლმა თქვა, რომ მას ძალიან გაუხარდა მოგება. ასევე გამოთქვა სიხარული ადებაიორის გადმოსვლასთან დაკავშირებით, აღნიშნა, რომ კარიმი ბრწყინვალე ფეხბურთელია, ხოლო მისი გოლი კი ნამდვილი ხელოვნების ნიმუში.

კრისი ძალიან სულელურად გამოიყურებოდა ამ შემობრუნებული კეპით თავზე და ყელზე კიდევ ორი დიდი ყურსასმენით. ისე ჩანს თითქოს, ალბიოლს თამაშის განმავლობაში თავში უთავაზე. არა? სერხიო რამოსი კი იყო ერთადერთი, რომელიც კლუბის მაისურს ატარებდა თამაშის შემდეგ.


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


ცხრა: სხვადასხვა მომენტები. ნაწილი III .

მეორე ნახევრის დაწყებამდე კრისი და კარიმი საკუთარ აზრებს ცვლიან ერთამანეთში. ამ დროს ისინი პირს ხელით იფარავენ, რათა შემდგომში შეამცირონ მათი საუბრის სხვადასხვა პროგრამების დახმარებით გაშიფვრის ალბათობა. ალვარო და ხაბი კი დუეტში და შეთანაწყობით ცეკვით იცავენ თავს.


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


ათი: წინ და უკან.™

კრიშტიანო რონალდო.


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


ელ კაპიტანი


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


ოზილი


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


სერხიო რამოსი. დიახ.


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


ხაბი ალონსო.


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


თერთმეტი:სხვადასხვა მომენტები–ნაწილი IV.

მოქმედება მარცხენა მახერს. იკერზე დაყრდნობით, სერხიო აკეთებს ყველაფერს დამცავი კდელის აღსამართად.


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


თორმეტი. ხაბი ალოსნოს პოზები.™

დამატებითი სიტყვები არაა საჭირო.


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


ცამეტი. იკერი ძალიან ბევრს ლაპარაკობდა ამ შეხვედრაში.მომწონს თუ როგორ უკეთებს იკერს იგნოს ალვარო, როგორც ბავშვი და აგრძელებს თავის გზას.


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


თოთხმეტი. მოუ კარანკას მწვრთნელთა კუთხე.


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


აიტორ კარანკა იყო ის პიროვნება,რომელმაც მოუს ნაცვლად ისაუბრა წინა სამატჩო პრესკონფერენციაზე პრესის წარმომადგენლებთან. თამაშის განმავლობაში მოუ ძალიან აქტიური იყო, უმეტესი ნაწილი ფეხზე იდგა.

თხუთმეტი. სხვა შენიშვნები: არაა მოსაწონი, როცა იკერი სიმულიანტობს, მან ეს 65-ე წუთზე გაიტანა, ასევე ამაზრზენი იყო, თუ რაოდენი "სიმამაცე" გამოიჩინა კრიშტიანო რონალდუმ და არ გაიტანა გოლი 79ე წუთზე. რატომ აირჩია რონალდუმ ძეგლის როლის თამაში იმ მომენტში?

"სევილიამ" ყველაფერი გააკეთა საკუთარი გულშემატკივრების დასაქოქად. დაწყებული სასტარტო შემადგენლობის ხმამაღალი გამოცხადებით, თამაშამდე ანტიმადრიდისტული ვიდეოს გავრცელებით საკვამლე მაშხალებით და პიროტექნიკით, ყოველ ჯერზე, როცა კრიშტიანოზე ჯარიმდებოდნენწამოძახილებით : "გადაუარეთ". ეს იყო მიზეზი იმისა, რომ "მადრიდის რეალის" სათადარიგოთა სკამს ხუთი მცველი იცავდა. ისინი ცოტა გამოცოცხლდნენ, როცა გულშემატკივრებმა სერხიო რამოსის საწინააღმდეგო სიმღერის მღერა დაიწყეს.

მაგრამ ბოლოს ვინ გაიცინა?

თექვსმეტი. სერხიო რამოსი გულთბილად მიესალმა ყოფილ თანაგუნდელს "მადრიდის რეალში" ალვარო ნეგრედოს, მაგრამ ხელი არ ჩამოართვა ყოფილ თანაგუნდელს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ფერნანდო ნავაროს.


იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ

იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ


დღეს ფეხბურთელებს დასვენების დღე ქონდა, გარდა ემანუელ ადებაიორისა, რომელმაც "კასტილიასთან" ერთად ივარჯიშა. მას თან ახლდნენ ესტებან გრანერო და პედრო ლეონი.

  • shvela
  • 27 იანვარი 2011
  • 2 576
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)