კარანკას მატჩისშმედგომი პრესკონფერენცია

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, აიტორ კარანკამ "სევილიასთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

"მოხარული ვარ კარიმ ბენზემას თამაშით, მან გადამწყვეტი გოლი გაიტანა დღეს, ისევე როგორც "მალიორკასთან" შეხვედრაში, ფრანგ მოთამაშეს მთელი გუნდი მხარში უდგას და გვჯერა, რომ კარიმი საუკეთესო ფორმას უახლოვდება."

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, ეს შეხვედრა 0-1 დასრულდა, მაგრამ შანსი იყო იმისა, რომ 0-3 დაფიქსირებულიყო, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ანდალუსიელებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს და მატჩი შეიძლებოდა 1-1 დასრულებილიყო. მომავალ კვირაში განმეორებითი შეხვედრა სანტიაგო "ბერნაბეუს" სახელობის სტადიონზე შედგება, დიდი იმედი მაქვს, რომ მადრიდელი პუბლიკა "ბლანკოსს" დიდ მხარდაჭერას გამოუცხადებს, ჩვენ სერიოზული უპირატესობა გვაქვს, რომელიც საშინაო არენაზე უნდა განვიმტკიცოთ და სამეფო თასის ფინალში გავიდეთ."

"ეს არ არის ჩემი პირველი პრესკონფერენცია, საეჭვო არაფერია, უბრალოდ ჟურნალისტებთან შესახვედრად ხან მე ვიქნები მზად, ხან ჟოზე მოურინიო, ამ ეტაპზე მე გადავწყვიტე თქვენთან შეხვედრა და პრესკონფერენციის გამართვა."

"კასილასს მატჩის ბოლოს ბოთლი ესროლეს, რაც რა თქმა უნდა ულამაზო იყო, იკერს ყველა პატივს უნდა სცემდეს, რადგან იგი არამარტო "რეალის" , არამედ ესპანეთის ნაკრების კაპიტანი და უდავო ლიდერია, ასეთი რანგის ფეხბურთელებიs მისამართით საგნების სროლა უბრალო უპატივცემულობაა და მეტი არაფერი, მაგრამ ჩვენ ამის გამო პრობლემას არ შევქმნით, კულტურული ადამიანები კი დასაფასებლები არიან."

  • Hala
  • 27 იანვარი 2011
  • 2 321
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 მბაპე 10
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2025 (193)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)