მაჰამადუ დიარა "მალაგაში" გადადის
მადრიდის "რეალის" მალელი ნახევარმცველი, მაჰამადუ დიარა უკვე განაცხადშიც ვეღარ ახერხებს მოხვედრას, რაც ძალიან ცუდად აიღება მის სათამაშო ფორმაზე...
სამეფო კლუბის ყოფილი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი ამჟამად "მალაგას" უდგას სათავეში, ჩილელ სპეციალისტს ძალიან სურს მალელი ნახევარმცველის შეძენა, რომელიც სათამაშო პრაქტიკას არის მოკლებული.
დიარას კონტრაქტის შესყიდვა მალაგელებს 2 მილიონი ევრო დაუჯდებათ, ხოლო ფეხბურთელი ხელფასის სახით 2.5 მილიონ ევროს ითხოვს.
"მალაგას" პრეზიდენტს სერიოზული განზრახვები ამოძრავებს და მანუელ პელეგრინის თითქმის ყველა სურვილს უსრულებს, მაჰამადუს შეძენა კი დიდ სახსრებს არ მოითხოვს, აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ მალელი ნახევარმცველი "ბლანკოსის" რიგებს 31 იანვრამდე დატოვებს.
- 26 იანვარი 2011
- 2 365
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.