"სევილია" - "რეალი" [პრევიუ]
დღეს გვიან ღამით გაიმართება "კოპა დელ რეის" პირველი ნახევარფინალური მატჩი მადრიდის "რეალსა" და "სევილიას" შორის...
მადრიდის "რეალი" უკანასკნელი 5 წლის მანძილზე არცერთხელ არ ყოფილა "კოპა დელ რეის" ნახევარფინალში. აქამდე მათ დაამრცხეს "მურსია", "ლევანტე" და "ატლეტიკო". "ეს იქნება ძალზედ რთული მატჩი. "სევილიას" ფანები ყოველთვის მხარში უდგანან გუნდს. ჩემი აზრით ეს იქნება ულამაზესი მატჩი. "რეალის" უმთავრესი მიზანი სტუმრად მინიმუმ 1 გოლის გატანაა." - განაცხადა "ბლანკოსის" კაპიტანმა - იკერ კასილასმა.
ეს მატჩი დახუნძლულია მშვენიერი სიახლეებით. სერხიო რამოსი ბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქში. ჟოზე მოურინიო 47 წლის იუბილეს აღნიშნავს. მან თუ ეს მატჩი მოიგო, რიგით 25-ე გამარჯვება იქნება,რაც ის "რეალში" მოვიდა. და ყველაზე მთავარი ის არის,რომ "რეალმა" როგორც იქნა შეიძინა თავდამსხმელი - ემანუელ ადებაიორი.
მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის გუნდში. "ბლანკოსი" სრული შემადგენლობითაა ანდალუზიაში ჩასული. ყველაზე მოულოდნელი სამი ხედირას გამოჩენაა,რადგან გერმანელმა წინა მატჩში "მალიორკასთან" მუხლის ტრავმა მიიღო და ნაადრევად მოუწია მოედნის დატოვება.
"სევილია" პრაქტიკულად უდანაკლისოდ ხვდება დღევანდელ მატჩს. ანდალუსიელებს "ლა ლიგაში" ოთხეულში მოხვედრის შანსი თითქმის დაკარგული აქვთ,ამიტომ ისღა დარჩენიათ,რომ "კოპა დელ რეის" თასი შეინარჩუნონ. როგორც იცით წინა წელს სწორედ ანდალუსიელებმა მოიგეს ეს გათამაშება.
"სევილიამ" მეოთხედფინალიდან "ვილეარეალი" გამოთიშა. სტუმრად ფრე 3-3,ხოლო შინ 3-0 დაამრცხეს და ნახევარფინალშიც გავიდნენ. გუნდს ტრავმის შემდეგ ლუიშ ფაბიანო დაუბრუნდა,რომელმაც სამი გოლით აღნიშნა დაბრუნება.
"რეალსა" და "სევილიას" "კოპა დელ რეიზე" 26 მატჩი აქვთ ნათამაშები ერთმანეთში. აქედან 14 "ბლანკოსმა", 10 ანდალუსიელებმა მოიგეს,ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა. "თეთრებმა" 44-ჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება და საკუთარ კარში 34 გოლი მიიღეს.
ინფორმაციის წყარო:realmadrid.com
- 26 იანვარი 2011
- 2 413
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.