ლორან ბლანი:"ბენზემამ კლუბი არ უნდა გამოიცვალოს"
დღეს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 45 წლის მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა განაცხადა, რომ ქარიმ ბენზემამ კლუბი არ უნდა გამოიცვალოს, ვინაიდან იგი თავის რეალურ სახეს სულ მალე გამოაჩენს.
"ქარიმ ბენზემა შესანიშნავი ფეხბურთელია და მის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის არ ეპარება, თუმცა ამ ბოლო დროს 9 ნომერი არასტაბილურად ასპარეზობს, ეს კი ნამდვილად გამოსწორებადია. ბენზემა საფრანგეთისთვის ძალზედ გამოსადეგია და ვფიქრობ, რომ იგი სულ მალე დაიმკვიდრებს ნაკრებში ადგილს. თავდამსხმელმა "რეალი" არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოს, ვინაიდან იგი სულ მალე შევა ოპტიმალურ და ჩვეულ მდგომარეობაში, რაც პირადად მე ძალიან გამახარებს. ფრანგი მონდომებულია და ეს აუცილებლად დაუფასდება".
"მას შანსი ეძლევა და ამ შესაძლებლობას იგი აუცილებლად გამოიყენებს. რამდენიმე შეხვედრა ჩააგდო, თუმცა გვახსოვს მისი ბრწყინვალე შემოქმედებები, ხოლო რაც შეეხება ლასანა დიარას ვთვლი, რომ შავკანიანი ბრძოლისუნარიანი მოთამაშეა. გავრცელდა ჭორები, თითქოს "ლიონი" შეეცდემა მისი ყოფილი ფეხბურთელის გადაბირებას, ეს კი ჩემი აზრით სისულელა".
ინფორმაციის წყარო: EuroSport
- 25 იანვარი 2011
- 1 990
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.