სერხიო რამოსის ინტერვიუ
სერხიო რამოსმა Realmadrid.com–თან ისაუბრა კოპა დელ რეის ნახევარფინალზე
კოპა დელ რეის ფინალი ძალიან ახლოსაა. არ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ ნახევარფინალში შეცდომები დაუშვათ.
ეს სიმართლეა. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ სამივე ჩემპიონატში ვიღებთ მონაწილეპნას, მაგრამ ამჟამად მხოლოდ და მხოლოდ კოპა დელ რეიზე ვართ კონცენტრირებულნი. "მადრიდის რეალს" ეს ტიტული წლებია, რაც არ მოუგია, ამჟამად კი გვაქვს საშუალება ფინალში გავიდეთ. "სევილია" ძალიან რთული მეტოქეა ორმატჩიან დაპირისპირებაში. ძალიან ვნერვიულობთ და ძალზედ მოწადინებულნი ვართ, რომ ფინალში გავიდეთ.
ამ შემადგენლობას მართლაც სურს კოპა დელ რეის მოგება, ასე არაა?
რა თქმა უნდა. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა ნებისმიერი ჩემპიონატის ყოველ ეტაპზე ვიბრძოლოთ. 18 წელი გავიდა, რაც "მადრიდის რეალს" კოპა დელ რეის თასი არ მოუგია. იმისთვის, რომ აქამდე მოვსულიყავით, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. მთელი შემადგენლობა მხოლოდ და მხოლოდ ტიტულის მოგებაზეა კონცენტრირებული.

მწვრთნელმა ნათლად განგიმარტათ, რომ ამ ტიტულის მოგება სურს...
მწვრთნელი პირველი კაცია შემადგენლობაში, რომელიც გვეუბნება, რომ თითოეულ ტურნირს მონდომებით უნდა მივუდგეთ. მან იცის, თუ როგორ უნდა მოახერხოს გარეშე პირების ზეგავლენისგან ჩვენი დაცვა. ასე რომ, მისი დახმარებით, ჩვენ ყველა ჩემპიონატზე ვართ კონცენტრირებულნი. მან იტალიაში ტრიპლეტი შეასრულა და იცის, თუ რა გრძნობაა სამი ტიტულის დაუფლება, რაც ძალზედ აღგვაფრთოვანებს ჩვენ და ჩვენს გულშემატკივრებს.
ვფიქრობ, ნახევარფინალი თქვენთვის განსაკუთრებული იქნება...
ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულია "სანჩეს პისხუანზე" დაბრუნება და მანდ თამაში. ესაა ადგილი, სადაც მე ფეხი ავიდგი პრიმერა დივიზიონში. ამ ადგილთან დაკავშირებით ბევრი ტკბილი მოგონებები გამაჩნია. ამჟამად სხვების ინტერესებს ვიცავ და შესაბამისად მინდა, რომ ჩემი თანაგუნდელები იყვნენ გამარჯვებულები, მაგრამ ჩემს გულში ყოველთვისაა "სევილიას" ადგილი, ვინაიდან ყველა ჩემი ახლობელი მხარს უჭერს ამ კლუბს.

მატჩის განმავლობაში ატმოსფერო შთამბეჭდავი იქნება...
დიახ და ეს დიდ როლს ითამაშებს. სწორედ მის გულშემატკივრებს შეუძლია "სევილიას" ფინალში გაყვანა. თავად კლუბის ფეხბურთელებიც ეცდებიან ყველაფერი გააკეთონ გულშემატკივართა გასახარებლად. ისინი მე–12 მოთამაშეები არიან და "სევილია" უნდა ამაყობდეს მათით.
რას ფიქრობთ "სევილიაზე"?
მათ წლების მანძილზე კარგი კლუბი ყავდათ. ყოველთვის ცდილობდნენ ლა ლიგაში მეოთხე ან მესამე ადგილზე გასულიყვნენ. მიმდინარე სეზონში მათ სუსტად დაიწყეს, მაგრამ ამჟამად ყველა ფეხბურთელი დაბრუნებულია და შესაბამისად "სევილია" იმ კლუბს დაემსგავასა, რომელსაც ვიცნობდით. მე მათ ყველაფერ საუკეთესუს ვუსურვებ, რა თქმა უნდა, კოპა დელ რეის ფინალში გასვლის გარდა.

რითია ყველაზე სახიფათო თქვენი მეტოქე?
ჩემი აზრით, ისინი კარგები არიან კოლექტიურ დონეზე. თუ მე დამეკითხებით, გეტყვით, რომ ძალზედ სახიფათოა მათ ფლანგელები, განსაკუთრებით კი ნავახი და პეროტი. თავდამსხმელთა დუეტი-ლუიშ ფაბიანო და კანუტე–ბრწყინვალენი არიან. მათ ასევე შესანიშნავი ნახევარდაცვა ყავთ, ისეთი ფეხბურთელის ლიდერობით, როგორიც რენატოა. "სევილია" ძალზედ დაბალანსებული კლუბია და ამიტომაც არიან ასეთ სიმაღლეზე წლების მანძილზე.
როგორ აპირებთ მათ დამარცხება?
ჩვენ ძალზედ სპეციფიკური სტილი გვაქვს, განსაკუთრებით ამ სეზონში ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით. ჩვენ იმის გაკეთებას ვცდილობთ, რასაც ვაკეთებდით წლების მანძილზე, ვინაიდან ამას შედეგი მოაქვს. კონცენტრირებულნი ვართ მაქსიმალურად გამოვავლინოთ და ვაჩვენოთ ჩვენი სათამაშო სტილი.
განმეორებითი შეხვედრის "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარება უპირატესობაა?
ორმატჩიან დაპირისპირებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. ჩვენ ვეცდებით "სევილიაში" მივაღწიოთ სასურველ შედეგს და გოლი გავიტანოთ, რაც განმეორებით შეხვერაში ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. საკუთარი გულშემატკივრების გამო გვიხარია, რომ განმეორებითი შეხვედრა "ბერნაბეუზე" გვაქვს.
წყარო: Realmadrid.com
- 25 იანვარი 2011
- 2 448
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.