ლორენტე თუ აგუერო?
მადრიდის "რეალის" ზაჰავები და მათ შორის ჟოზე მოურინიოც უამრავი მოთამაშეებით ინტერესდებიან, თუმცა მათი ძირითადი აქცენტი ესპანელებზე კეთდება. ამავე წყაროს მიხედვით, პორტუგალიელმა არჩევანი უნდა გააკეთოს ლორენტესა და კან აგუეროს შორის.
ფრანგ კარიმ ბენზემაში, რომელიც ამჟამად "რეალის" ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობს, 36 მილიონი იქნა გადახდილი, მაგრამ მანუელ პელეგრინსა და ჟოზე მოურინიოს მან იმედები გაუცრუა. მიუხედავად იმისა, რომ ახალაგაზრდა მოთამაშე ხშირად დამაჯერებლად დომინირებს მწვანე მინდორზე, მაინც უკმაყოფილონი არიან ესპანელები თავდამსხმლის ასპარეზობით.
ფერნანდო ლორენტეთი მადრიდული გრანდი დიდიხანია დაინტერესებულია, თუმცა ამ დროის მანძილზე მოლაპარაკებები არ იმართებოდა, ესპანელი ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება 32 მილიონს უტოლდება, ხოლო არგენტინელი აგუეროსი 45 მილიონს. სათამაშო კლასით იგუაინისა და ანხელ დი მარია თანამემამულე ლორიენტეს აღემატება, თუმცა ექსპერტები 'ატლეტიკ ბილბაოს" ლიდერს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ჟოზე მოურინიოს, აგრეთვე სურს უიენ რუნის გადაბირებაც. ინგლისელმა ფეხბურთელმა თავის ერთ–ერთ ინტერვიუში ნათლად აღნიშნა, რომ იგი უარს არ იტყოდა რონალდუს გვერდით თამაშზე.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 25 იანვარი 2011
- 2 372
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.