ლასანას "ტოტენჰემი" ეპატიჟება
მას შემდეგ,რაც "ტოტენჰემის" უმთავრესმა სამიზნემ, ვან ბომელმა "მილანთან" მოაწერა ხელი კონტრაქტს, ჰარი რედნაპმა გადაწყვიტა,რომ მადრიდის "რეალის" საყრდენი ნახევარმცველი ლასანა დიარა შეიძინოს...
სულ ახლახანს ჰოლანდიელი ჩამშლელი მარკ ვან ბომელი "მილანში" გადავიდა. მის შეძენას "ტოტენჰემი" ცდილობდა,მაგრამ ამაოდ. ასე,რომ ჰარი რედნაპი ძველ სამიზნეს მიადგა და მან გუნდში ლასანა დიარას მიყვანა გადაწყვიტა. ლონდონელთა მწვრთნელი ლასის შეძენას ადრეც ცდილობდა,მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა. რედნაპს დიარასთან ნამუშევარი აქვს "პორტსმუთში" მოღვაწეობის დროს და მისი შესაძლებლობები კარგად იცის.
25 წლის ნახევარმცველში რედნაპი მზადაა 10 მილიონი გადაიხადოს,თუმცა როგორც ესპანური პრესა იუწყება "რეალი" ფრანგის სანაცვლოდ 18 მილიონს ითხოვს. ინგლისელი სპეციალისტი ლასანასთვის კვირაში 80 000 ფუნტის გადახდას აპირებს. ლონდონელთა მდგომარეობას ის უწყობს ხელს,რომ "რეალში" საკმარისზე მეტი ჩამშლელია და თან ლასანას არც თუ ისე ბევრი დრო ეძლევა სათამაშოდ.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 25 იანვარი 2011
- 1 971
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.