ოფიციალური გაყრა : "ვალდანო ანდალუსიაში არ მიდის"
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, ფლორენტინო პერესს ულტიმატუმი წაუყება. ჟოზეს თქმით ზაფხულში ან ის წავა კლუბიდან ან გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო, რომელიც პორტუგალიელ სპეციალისტს ასევე ჟოზეს თქმით მუშაობას არ აცდის...
დღეს მადრიდის "რეალი" ანდალუსიაში გაემგზავრება სრული დელეგაციით გარდა გამონაკლისისა, რომელსაც ხორხე ვალდანო ჰქვია. სეზონის ბოლომდე არგენტინელი დირექტორი ჟოზეს საქმეებში ვეღარ ჩაერევა, სხვა შემთხვევა პორტუგალიელი სპეციალისტი დატოვებს დაკავებულ პოსტს.
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ არ არის საჭირო გასახდელში ხორხეს ყოფნა, რადგან ფეხურთელებს მწვრთნელი ჰყავთ, რომელსაც უნდა დაემორჩილონ.
სიტუაცია კრიტიკულია, გენერალურ დირექტორსა და მთავარ მწვრთნელს შორის სერიოზული არეულობაა. "სევილიაში" გუნდი გენერალური დირექტორის გარეშე გაფრინდება.
ზაფხულში ფლორენტინოს აუცილებლად მოუწევს არჩევანის გაკეთება, რადგან ჟოზე დათმობაზე წასვლას არავითარ შემთხვევაში არ აპირებს, მისი თქმით თუკი მწვრთნელის საქმეში სხვა ჩაერევა გუნდს არაფერი ეშველება, მადრიდის "რეალს" კი ახლა მშვიდი მუშაობა სჭირდება.
- 25 იანვარი 2011
- 2 788
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.