AS:მოურინიო ზაფხულში რეალს დატოვებს თუ...
როგორც ესპანური გამოცემა "AS" იუწყება ჟოზე მოურინო ზაფხულში დატოვებს რეალს, თუ ხორხე ვალდანო გააგრძელებს კლუბში მუშაობას.
ჟოზე მოურინიომ ფლორენტინო პერესს ულტიმატუმი წაუყენა.კლუბში ან ჟოზე დარჩება ან ვალდანო.მოურინიომ უკვე აუკრძალა ვალდანოს ვარჯიშებზე დასწრება და ასევე თამაშებზე კლუბის გასახდელში ყოფნა.
ამ ინფორმაციას ბევრი ჟურნალისტი ადასტურებს,რადგან მალიორკასთან მატჩში არც შეხვედრის დაწყებამდე, არც შესვენებაზე და არც მატჩის შემდეგ ვალდანო კლუბის გასახდელში არ ჩასულა,თუმცა ადრე ის ყოველთვის ფეხბურთელებთან იყო.
როგორც ჩანს ვალდანოსა და მოურინიოს შორის მართლაც სერიოზული კონფლიქტია.ამჯერად ამ პრობლემის გადაჭრა ფლორენტინო პერესს მოუწევს.მან უნდა გადწყვიტოს თუ ვინ დარჩება ზაფხულში სამეფო კლუბში.
წყარო:AS.com
- 25 იანვარი 2011
- 2 975
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.