მადრიდის "რეალი"-"სევილია": თასის ისტორია
თეთრებმა თერთმეტი მატჩიდან შვიდი მოიგეს და აქედან ორი გამარჯვება ნახევარფინალში მოიპოვეს
ოთხშაბათს, სამეფო თასის მეოთხედფინალში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "სევილია" შეხვდებიან "სანჩეს პისხუანზე". ამ შეჯიბრში მხარეები ერთმანეთს თერთმეტჯერ შეხვდნენ (თორმეტჯერ თუკი 1962-ის ფინალს ჩავთვლით), საერთო ჯამში მადრიდის "რეალს" 7-4 უპირატესობას ფლობს.
პირველად ისინი 1917-ის 11 მარტს შეხვდნენ ალფონსო XIII-ის სამეფო თასზე, რომელიც მადრიდის "რეალმა" 8-0 მოიგო. რადგანაც მაშინ არ არსებობდა საერთო ანგარიშის წესი, როდესაც "სევილიამ" განმეორებითი შეხვედრა 2-1 მოიგო, გუნდებმა გადამწყვეტი თამაში "პრადო დე სან სებასტიანზე" ჩაატარეს, რომელიც მადრიდის "რეალმა" 4-0 მოიგო.
მადრიდის "რეალმა" თავისი მე-10 თასი 1961/1962-ში მოიგო "სევილიას" 2-1 დამარცხებით. ამ ფინალამდე, კი "სევილიას" თეთრებისთვის ოთხჯერ მოეგო. ამის შემდეგ კი ყველა შეხვედრა "რეალმა" მოუგო (1968, 1979, 1987, 2004, 2007) "სევილიას".
თუ მხოლოდ ნახევარფინალებს გავიხსენებთ, მაშინ "სევილიამ" "რეალი" მხოლოდ 1955-ში გამოაგდო, ხოლო "რეალმა" "სევილია" 1979-სა და 2004-ში.
1979-ში "ლოს მერენგებმა" პირველი მატჩი ფრე 0-0 ითამაშეს "სანჩეს პისხუანზე", მაგრამ განმეორებით თამაშში რობერტო მარტინესის და აგილარის გოლებმა მადრიდის "რეალი" შემდეგ ტურში გაიყვანა. ოცდაოთხი სეზონის შემდეგ კი მადრიდის "რეალმა" პირველი შეხვედრა შინ 2-0 მოიგო, ხოლო მეორე შეხვედრა "სევილიაში" 1-0 წააგო და თეთრებმა ფინალის საგზურიც მოიპოვეს.
წყარო: realmadrid.com
- 25 იანვარი 2011
- 2 189
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.