იმ შემთხვევაში თუ გამოტოვეთ
"მადრიდის რეალი" "მალიორკა"–ს წინააღმდეგ, ლა ლიგა, "სანტიაგო ბერნაბეუ"
მოკლედ, კარიმ ბენზემამ ეტყობა გაიგო ის მოწოდებები, რაზეც კაკა და ჟოზე მოურინიო ლაპარაკოდნენ. მან საკუთარი გამოხმაურება გამოხატა გატანილი გოლით, ჩვენ კი ძალზედ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოგვიტანა. ეს მისი მე-10 გოლი იყო მიმდინარე სეზონში (2 ლა ლიგაში, 4-4 ჩემპიონთა ლიგაზე და სამეფო თასზე). მან ასევე დაიმსახურა ძალიან ლამაზი ოვაცია "ბერნაბეუზე" შეკრებილი მაყურებლებისგან.
ერთი. გოლი. თან შესანიშნავი გამოვიდა. მაგრამ ყველაზე მეტად, რაც მოწონებას იმსახურებდა, იყო აღნიშვნა-კარიმი რონალდუს მივარდა, ხოლო მისი თითოეული თანაგუნდელი მივიდა მასთან, რათა ფრნგს გადახვეოდა. თითოეულმა მათგანმა იცოდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს გოლი მისთვის და თითოეულ მათგანს უხაროდა ეს. ყველაფერი ერთად აღებული კი უბრალოდ– ვაუუუ...

ბენზემას თანაგუნდელებმა მასზე ძალიან თბილად ისაუბრეს მატჩის შემდეგ: მარსელომ განაცხადა, რომ თითოეული მათგანი ენდობა ფრანგს და დარწმუნებულია მის სიძლიერეში,ასვე მან დაამატა: "უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვიხარია მისი წარმატება. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მას. ვიმედოვნოთ, გატანილი გოლი მას უფრო მეტ მოტივაციას შემატებს, რომ გაიზარდოს და პროგრესი განიცადოს, როგორც ფეხბურთელმა." ამავდროულად იკერმა ურჩია გულშემატკივრებს: "ჩვენ კარიმს თავი უნდა დავანებოთ. უკეთესი იქნება მარტო თუ დავტოვებთ და მასზე ზეწოლას არ მოვახდენთ. მას გასახდელში ყველა მხარს უჭერს." კარვალიომ კი განაცხადა: "ჩვენ მოხარული ვართ მის გამო. გოლი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ეს მას ახარებს, რაც ჩვენ ძალზედ გვეხმარება"
ორი: მაშინ როცა, ფეხბურთელები გამოსასვლელად ემზადებოდნენ, სერხიო რამოსი საკუთარ თავს იწესრიგებდა, მაგრამ ამჟამად ეს ზურგით კამერისკენ გააკეთა. ბოოოო, და კრიშტიანო კი საკუთარ ცეკვით ოსტატობას ავლენდა საფეხურებზე. მოსაწონია, თუ როგორც უთავსებს ის საცეკვაო ელემნტებს ყველაფერს.

სამი: სასტარტო შემადგენლობა ცოტა "არა"ჩვეულებრივი იყო, ვინაიდან ძირითადში მწვრთნელმა კაკა, გაგო და გრანერო განაწესა. პირველი ნახევრის შემდეგ პირველი ორ ოზილითა და ხაბი ალონსოთი შეიცვალნენ, ხოლო პირატის ნაცვლად ლასი მოედანზე მხოლოდ და მხოლოდ 63-ე წუთზე გამოჩნდა. ჟოზე მოურინიოს განმარტებები ამ შემადგენლობის დაყენების თაობაზე მატჩის შემდეგ ასე ჟღერდა: "დღეს რამოდენიმე ფეხბურთელი დავასვენე, ვინაიდან ოთხშაბათს ძალზედ მნიშვნელოვანი თამაში გველის "სევილიას" წინააღმდეგ. ვარჩიე ის ნახევარდაცვა, რომელიც "სევილიასთან" ითამაშებს დამესვენებინა. ხედირა დაშავებულია, მაგრამ ოთხშაბათს აუცილებლად გამოვა მოედანზე." მან ასევე დაამატა, რომ "კლუბმა შევცლების შემდეგ თამაში გამოასწორა." (ხაბი ალონსო მთელი 30 წუთის მანძილზე ხურდებოდა. ჟოზე იგი გასახურებლად თამაშის 30-ე წუთზე გაუშვა, ისევე როგორც ოზილი.)
მოკლედ, ჩვენ ვიხილეთ თუ როგორ ხურდებოდნენ ხაბი ალონსო და ოზილი, საწყალი კანალესიც ხირდებოდა, მაგრამ მას არ დასცლია თამაშში ჩართვა. ხაბი ალონსოს გახურების პროცედურის შემყურებ გეგონებათ თითქოს უჩინარ პარტნიორთან ერთად ცეკვავსო, არა?

ოთხი: კრიშტიანომ პირველი ნახევარი ისე დაასრულად, რომ არ იყო კმაყოფილი საკუთარი გუნდის გარჯით.
ხუთი: რა თქმა უნდა, კაკას მიერ ბუცების გამოცვლა თამაშის ოპერატორებისთვის უფრო მიმზიდველი გამოდგა , ვიდრე თავად თამაში, ვინაიდან ეს პროცესი მთლიანად დააფიქსირეს კამერებმა.
ექვსი: წინ და უკან.™
კარიმ ბენზემა
კრისი (პლიუს ბონუსად კარიმი)
პირატი
იკერი , კიდევ ერთხელ პროფილი ყველაფერს ჯოკრავს
ხაბით შეცვლილი კაკა
ლასსი. ადრე მისი ასე მონდომებით სიცილი გინახიათ?
ოზილი
სერხიო
ხაბი ალონსო
შვიდი: პირველი ნახევრის დროს , იკერსა და მარსელოს შორის მცირე უთანხმოება წარმოიშვა. ნსუეს გარღვევისა და დარტყმიდ შემდეგ, მადრიდისტებმა წამით სუნთქვა შეიკრეს, მაგრამ კარი ძელმა იხსნა. იკერი გაცოფდა მარსელოს დაუდევრობის გამო. კონფლიქტის მოგვარება საკუთარ თავზე სერხიო რამოსმა აიღო, რომელიც იკერსა და მარსელოს შორის ჩადგა.
სასიამოვნოა მარსელოს სახის გამომეტყველება, როცა იკერს ისე უყურებს, თითქოს ის დედამიწაზე ყველაზე სულელი ფეხბურთელი იყოს.
რვა: ხაბი ალონსოს პოზების სექცია. ™
პირველ ნახევარში მოედანზე ესტებან გრანერო იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის შესანიშნავი იყო, ის ხაბი მაინც არაა. როცა მოედანზე ხაბი შემოვიდა, მან უკვე შეწყვიტა კუტხურების ჩამოწოდება.
ხაბის სხვადასხვა პოზები მთელი თამაშის მანძილზე.
ცხრა: თამაშის შემდგომი სიტუაცია–ალვარო არბელოა გადაეხვია ყოფილ თანაგუნდელს ამჟამად "მალიორკას" გოლკიპერ დუდუ ავატეს.
ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ სერხიო კანალესი, რომელიც ადრეც ხურდებოდა, მას შემდეგ, რაც მოედანი დატოვა ყველამ-დაწყებული ფეხბურთელებიდან, დამთავრებული გულშემატკივრებით–თავისთვის აგრძელებდა ვარჯიშს.
ვიმედოვნოთ, რომ მას მიეცემა თავის გამოჩენის შანსი, ვინაიდან ის ამას იმსახურებს.
ვიმედოვნოთ, რომ მას მიეცემა თავის გამოჩენის შანსი, ვინაიდან ის ამას იმსახურებს.
ათი: იკერს ყველაფრის გასხვისფერება შეუძლია-ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.
- 24 იანვარი 2011
- 2 514
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.