ვილა:"ოთხი ქულა არაფერია"
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიური კლუბი "ბარსელონა" ლიდერობს "პრიმერა დივიზიონს", ხოლო მას უკან მოსდევს მადრიდული გრანდი "რეალი". დევიდ ვილამ სწორედ ამის შესახებ ისაუბრა დღეს და განაცხადა, რომ ოთხი ქულა არაფერია.
"სასიხარულოა, რომ "პრიმერას" ვლიდერობთ, თუმცა ნებისმიერ მომენტში ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. "რეალი" საკმაოდ კარგი კლუბია და ვფიქრობ, რომ მადრიდელები საკმაოდ დიდ კონკურენციას გაგვიწევენ მიმდინარე სეზონში, ვინაიდან ოთხი ქულა თანამედროვე ფეხბურთში ბევრს არაფერს ცვლის და მითუმეტეს მოცემულ სიტუაციაში".
"ჟოზე მოურინიო მართლაც, რომ შესანიშნავი მწვრთნელია, თუმცა მას არაფრით არ ჩამოუვარდება პეპ გუარდიოლა, რომელიც ბრწყინვალე პიროვნებაა. იგი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ყოველთვის ცდილობს, რომ "კულეს" რიგებში დაძაბულობა არ იგრძნობოდეს, რის გამოც ესპანელს ძალიან ვაფასებ".
"ლიონელ მესიმ კი დამსახურებულად მიიღო პრიზი, რომელიც ყველასათვის სანუკვარი ოცნებაა და მათ შორის ჩემთვისაც. კრიშტიანუ რონალდუ განსაკუთრებულია და ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მისაბაძი პიროვნებაა. პორტუგალიელი ფლეიმეიქერი "ბლანკოსის" უდაო და გამორჩეული ლიდერია".
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 24 იანვარი 2011
- 3 167
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.