ვიზიტი "Excellence II FAES" პროგრამის ფარგლებში
ემილიო ბუტრაგენიომ მიიღო ლათინოამერიკელი ლიდერები, რომლებსაც "ბერნაბეუს" გაცნობა სურდათ.
პროგრამა "Excellence II FAES"–ის (ანალიზისა და სოციალური მეცნიერებების ფონდი) ფარგლებში, დღეს, "სანტიაგო ბერნაბეუს" ესტუმრნენ ლათინური ამერიკის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები. ისინი მიიღო ემილიო ბუტრაგენიომ. მანვე ითავა მათთვის გიდობის გაწევაც.
"რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი პატივია, როდესაც ასეთი დონის პოლიტიკოსები ინტერესდებიან ჩვენი კლუბით. ძალიან გახარებულნი ვარ ამ ვიზიტით. კლუბისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი ურთიერთობათა ჯაჭვის გაბმა, რომლებიც წინ წაგვადგება"–განაცხადა ბუტრაგენიომ.
თავის მხრივ, ალბერტო კარნერომ, საერთაშორისო "FAES"–ის (ანალიზისა და სოციალური მეცნიერებების ფონდი) დირექტორმა განაცხადა: "გვჯერა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში, ესაა საუკეთესო და ოპტიმალური ადგილი, რომლის ნახვაც შეიძლებოდა. ვფიქრობთ, "მადრიდის რეალისგან" ბევრი რამის სწავლა შეიძლება."
წყარო: RealMadrid.com
- 24 იანვარი 2011
- 1 847
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.