მოურინიოს დიდი მოტივაცია აქვს
გასულ ხუთშაბათს, პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ შეკრიბა თავისი შეგირდები, სადაც მადრიდელთა თავკაცმა ფეხბურთელებს უთხრა, რომ მას ესაჭიროება ყველა ტიტული(კოპა დელ რეი, ლა ლიგა და უეფას ჩემპიონთა ლიგა).
49 წლის მწვრთნელი, მუდამ აერთიანებს მოთამაშეებს და მორალურად ამზადებს მათ. "ბლანკოსის" ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ სამ სხვადასხვა სახის ტურნირზე, რისთვისაც კარგი მომზადება ძალიან დიდ შრომას მოითხოვს.
ხუთშაბათს დილას, პორტუგალიელმა ერთ-ერთ სასტუმროში შეხვედრა მოაწყო და განაცხადა, რომ "სამეფო" კლუბმა მიზანს აუცილებლად უნდა მიაღწიოს, ვინაიდან ესპანელებს ორი წელია ტურნირი არ მოუგიათ. ჟოზემ ეს პირველად არ გააკეთა, მსოფლიოში აღიარებული ტაქტიკოსი ბიჭებს ამას ძალზედ ხშირად უმეორებს.
მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა, იგი მაინც არ ცდილობს მოთამაშის გადაბირებას. ზემოთხსენებული მწვრთნელის თქმით, "თეთრების" თითოეული ფეხბურთელი უდიდესი ნიჭითაა დაჯილდოვებული. მეოცე ტურში მადრიდელებმა იმარჯვეს "მალიორკასთან" მატჩში, ბენზემას გოლის წყალობით, ხოლო "ბარსელონამ" 3-0 გაანადგურა "რასინგი". ამჟამად "ლოს ბლანკოსი" ემზადება "კოპა დელ რეის" 1/2 ფინალისთვის, რომელიც "სევილიის" წინააღმდეგ გაიმართება.
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
- 24 იანვარი 2011
- 2 341
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.