"რეალი" კვლავ განიხილავს უგო ალმეიდას საკითხს
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბი ფორვარდის ძიებაშია. ხორხე ვალდანოს მთავარი კანდიდატი რუუდ ვან ნისტელროი იყო, რომლის გამოშვებასაც "ჰამბურგი" არ აპირებს, მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და ექსპერტთა ვარაუდით ვან გოლი სწორედ გერმანულ კლუბში დარჩება...
მადრიდის "რეალი" იძულებულია შეიძინოს წინა ხაზელი, რადგან გუნდს მხოლოდ ერთი ფორვარდი ჰყავს კარიმ ბენზემას სახით.
ჟოზე მოურინიოს რეკომენდაციით უგო ალმეიდა სარგებლობს, პორტუგალიელ სპეციალისტს ძალიან მოსწონს ხსენებული ფეხბურთელი და იმ შემთხვევაში თუ "ვან გოლის" საკითხი "ბლანკოსის" სასიკეთოდ არ გადაწყდება, სწორედ უგოს დამატება უნდა გუნდში.
პორტუგალიელი ფორვარდის ფასი 5-იდან 10 მილიონ ევრომდე მერყეობს, თუმცა ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით მხარეები არაფერზე შეთანხმებულან, ალმედიას ოფიციალური შეთავაზებაც არ მიუღია. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ალმეიდამ სულ ცოტა ხნის ისედაც გამოიცვალა კლუბი და მისი ყიდვა "ბლანკოსს" ძალიან გაუჭირდება, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ იგი ერთ-ერთი კანდიდატურაა და არა ერთადერთი.
- 24 იანვარი 2011
- 1 794
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.