მედიკოსები ყველა ღონეს იყენებენ
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" გერმანელი ნახევარმცველი, სამი ხედირა ტრავმირებულია და მან "მალიორკასთან" შეხვედრა გამოტოვა...
მადრიდული დერბის დროს ნახევარმცველმა დაზიანება მიიღო და შესაცვლელი გახდა, "კუნძულელებთან" შეხვედრაში ჟოზე მოურინიოს მის ნაცვლად ფერნანდო გაგოს დააყენება მოუწია ძირითად შემადგენლობაში.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენცია პორტუგალიელმა სპეციალისტმს განაცხადა, რომ "სევილიასთან" შეხვედრაში გერმანელი მოთამაშე გუნდს დასჭირდება.
მადრიდელი მედიკოსები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ახალგაზრდა მოთამაშე მწყობრში ჩააყენონ. ჟოზეს სურს, რომ ანდალუსიელებთან შეხვედრაში გერმანელი მოთამაშე მის განკარგულებაში იყო.
ექიმები დამაიმედებლად საუბრბენ, მათი თქმით 85% ხედირა შეძლებს "სანჩეს პუსხუანზე" ასპარეზობას და გუნდის დახმარებას.
- 24 იანვარი 2011
- 2 141
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.