კრიშტიანო რონალდო - დაუღალავი ლიდერი
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი შემტევი, კრიშტიანო რონალდო გუნდს თითქმის არცერთ შეხვედრაში არ აკლდება...
ლა ლიგაში უკვე 20 ტური ჩატარდა. კრიშტიანომ ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მისი ფიზიკური კონდიცია ამ ყველაფერს უძლებს. მადრიდში მას დაუღალავი ლიდერი შეარქვეს, რომელიც მუდამ მოძრაობაშია და ყოველთვის აქტიურობს.
ამ დროისთვის რონალდოს ანგარიშზე ლა ლიგაში 20 მატჩი და 22 გოლია, რაც უდავოდ დიდი შედეგია, პორტუგალიელი მოთამაშე თითქმის ყველა შეხვედრაში ახერხებს გოლის გატანას. კრიშტიანოს ლა ლიგის სტარტიდან დღემდე მოედანზე 1895 წუთი აქვს დაყოფილი.
სამეფო კლუბში მხოლოდ 2 ფეხბურთელია მსგავსი მაჩვენებლით, ერთი იკერ კასილასი, მეორე კი სწორედ რონალდო, ამ ფეხბურთელებს 1900 წუთამდე მხოლოდ 5 წუთი აშორებთ.
კრიშტიანოს და იკერს ხაბი ალონსო, მარსელო და რიკარდო კარვალიო ჩამორჩებიან, რომლებსაც შესაბამისად 1752, 1712 და 1597 წუთი აქვთ ნათამაშები.
მოედანზე გატარებული დროის მხრივ სწორედ ეს ფეხბურთელები ლიდერობენ "ბლანკოსის" მოთამაშეთა სიას. აღსანიშნავია, რომ 32 წლის ასაკში რიკარდო კარვალიო ძალიან დიდ ხანს ატარებს მოედანზე, ეს კი მისი სტაბილურობის და ჟოზეს უდავო სიმპათიის მანიშნებელია გამოცდილი მცველის მიმართ.
სურათზე იხილეთ მცირე სტატისტიკა.
- 24 იანვარი 2011
- 2 229
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.