მოურინიოს მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, მალიორკელებთან გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
"რთული შეხვედრა გამოდგა, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, მოგება არც ისე იოლი იყო. მეტოქე გუნდის ფეხბურთელები სწრაფ კონტრ-შეტევებზე აგებდნენ თამაშს და ეს შესანიშნავად გამოსდიოდათ. "წითლებს" ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც გუნდს ლამაზ და შემტევ ფეხბურთს ათამაშებს. ჩვენთვის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა, მაგრამ ლა ლიგას რა თქმა უნდა უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ, ისევე როგორც სამეფო თასს."
"მადრიდული დერბის შემდეგ ჩემი ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ, რადგან "ატლეტიკოს" ბრწყინვალე გუნდი ჰყავს, მათი დამარცხება მათსავე მოედანზე რა თქმა უნდა რთული იყო. დღევანდელ შეხვედრაში არ მსურდა ქულების დაკარგვა."
"ჩემი გადაწყვეტილებით სასტარტო შემადგენლობა უნდა შეცვლილიყო, რადგან ფეხბურთელებს დასვენება ესაჭიროებოდათ, მეორე ტაიმში ოზილი და ალონსო მოედანზე შევუშვი. გერმანელმა და ესპანელმა მოთამაშეებმა ნაკლები ენერგია დახარჯეს და ეს კარგია. "სევილიასთან" მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი კარგ ფორმაში უნდა იყოს."
"რისკიანი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც სასტარტოში ფერნანდო გაგო და რიკარდო კაკა დავაყენე, მაგრამ ყველაფერი მეორე ტაიმზე გავთვალე, თუკი გუნდი პირველ ნახევარში ვერ გავიდოდა წინ, მაშინ მოედანზე ხაბი და ოზილი გამოვიდოდნენ, საწინააღმდეგო შემთხვევაში კი ამ ფეხბურთლებს მატჩის დასკვნით ნაწილში გამოვუშვებდი მოედანზე, რადგან პირველი ნახევარი 0-0 დასრულდა, ამიტომ შემოვიდნენ ისინი მეორე ტაიმის საწყისი წუთებიდან. ხედირა ტრავმირებულია, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ "სევილიასთან" მატჩამდე მწყობრში ჩადგომას მოახერხებს, რადგან ანდალუსიელებთან გერმანელი მოთამაშე ძალიან მჭირდება."
"ფანების მიერ გამოფენილი მხარდამჭერი ლოზუნგები რა თქმა უნდა კარგი სანახავი იყო, მაგრამ მე უფრო გამიხარდება, თუ გულშემატკივრები ფეხბურთელებს უფრო მხურვალედ უგულშემატკვირებენ, რადგან ამ ბოლო დროს აშკარად შეიმჩნევა სტვენა, რომელსაც ჩემი შეგირდები არ იმსახურებენ. იანვრის თვეში ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს და უხარისხო შეხვედრა სწორედ ამიტომ გამოვიდა."
"დიდ ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ იტალიაში გამგზავრებას ვერ მოვახერხებ, სერია "ა"-ს შარშანდელი სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მისაღებად, რადგან ოთხშაბათს ჩემ გუნდს ურთულესი შეხვედრა აქვს ჩასატარებელი "სევილიასთან". მოხარული ვარ, რომ გულშემატკივართა უმრავლესობამ მე დამიჭირა მხარი. იტალიაში ჩემი ასისტენტი გაემგზავრება და ცერემონიას სწორედ იგი დაესწრება, ამ ეტაპზე ცერემონიებზე სასიარულოდ არ მცალია, რადგან უმნიშვნელოვანესი თამაშები გვაქვს მოსაგები."
- 24 იანვარი 2011
- 3 178
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.