მარსელო : "მიზანი მხოლოდ მოგება იყო"
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, სამეფო კლუბის ბრაზილიელმა მცველმა, მარსელო ვიეირამ განაცხადა, რომ "ბლანკოსი" მიზანი მხოლოდ მოგება იყო, ლამაზი ფეხბურთი კი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი გამოდგა...
"გუნდი გადაღლილია, რადგან ჩვენ კვირაში 2 მატჩის გამართვა გვიწევს. ვგონებ, ძალიან რთულია ამხელა ფიზიკური დატვირთვის მიღება. სწორედ ამიტომ დღეს ბოლომდე არ დავიხარჯეთ და ჩვენი მიზანი მხოლოდ მოგება იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა ამას ლამაზი ფეხბურთის საშუალებით გავაკეთებდით და პრაგმატულით."
"სევილიასთან მატჩი რთული იქნება და ჩვენ ახლა დასვენება გვესაჭიროება, საკუთარ მოედანზე ანდალუსიელები ბრწყინვალედ თამაშობენ და იმედი მაქვს, რომ წარმატების მიღწევას ყველა დაბრკოლების მიუხედავად შევძლებთ."
"კარიმ ბენზემა კარგი ფეხბურთელია, მისი გოლით თამაშის მოგება და საჭირო 3 ქულის მოპოვება შევძელით."
- 24 იანვარი 2011
- 2 012
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.