კარიმი გონსალოს გაუტოლდა

მოგეხსენებათ, სამეფო კლუბმა დღევანდელ შეხვედრაში კარიმ ბენზემას გოლის წყალობით მოიგო. ფრანგმა მოთამაშემ მეტოქის კარი 61-ე წუთზე აიღო და გუნდი დააწინაურა...

კარიმისთვის ეს გოლი მეათე იყო ამ სეზონში, ფრანგი მოთამაშე გაუთანაბრდა გონსალო იგუაინს, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და მისი დაბრუნება ამ სეზონში სათუოა.

ბენზემას ლა ლიგაში მხოლოდ 1 გოლი ჰქონდა გატანილი და მან დღეს მეორედ მოახერხა კარის აღება. ჩემპიონთა ლიგაზე ფრანგმა ფორვარდმა 4-ჯერ მოახერხა გოლის გატანა, განსაკუთრებით დასამახსოვრებელია "ოსერთან" მატჩი. ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე "Copa Del Rey"-ზე ფრანგმა ფორვარდმა 4-კერ აიღო მეტოქე გუნდის კარი. ჯამში კარიმის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 10 გოლია იგი გაუთანაბრდა გონსალო იგუაინს, რომელსაც ლა ლიგაში 7, ჩემპიონთა ლიგაზე 2 და სამეფო თასზე 1 გოლი ჰქონდა გატანილი.

თუ კარიმის პირველი გოლი არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი ესპანიოლთან (3:0), მან უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა მალიორკასთან, რომელიც ერთადერთი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში.

სავარაუდოდ წლევანდელი წლის ბოლოს ბენზემას უკეთესი შედეგი ექნება ვიდრე პიპიტას, რადგან არგენტინელი ფეხბურთელი ლაზარეთშია გამწესებული.

  • Hala
  • 24 იანვარი 2011
  • 2 549
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

№ ფეხბურთელი
გოლი
1 რაფინია 12
2 მბაპე 9
3 იამალი 8
4 კამელიო 7

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2026 (154)
სექტემბერი 2026 (194)
აგვისტო 2026 (219)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)