”მე და რიკის შეგვიძლია ერთად თამაში”

მადრიდის ”რეალის” გამთამაშებელმა, მესუთ ოზილმა, ინტერვიუ გერმანელ ჟურნალისტებს მისცა და ისაუბრა მის კლუბზე. მან აქო კრიშტიანო რონალდო, პეპე, მარსელო და ჟოზე მოურინიო. ასევე საქებარი სიტყვები არ დაიშურა კაკას მიმართაც...

”რეალში გადასვლა ძალიან დიდი ბედნიერება იყო. როდესაც აქ მოვედი, ვთქვი, რომ მე ვარ იმ კლუბში, რომელშიც ოდესღაც დიადი ფეხბურთელები თამაშობდნენ, ახლა კი ვამბობ, რომ ეს კლუბი ყველაზე წარმატებულია მსოფლიოში. აქ დიდებული ატმოსფეროა”.

”ძალიან დიდი ხნით მიწევს მოედანზე ყოფნა, თუმცა დაღლილი სულაც არ ვარ. ჩემი ფუნქცია ისევე როგორც ყოველთვის გამთამაშებელია. ამ პოზიციაზე თამაში ძალიან მიყვარს”.

როდესაც ჟურნალისტებმა მესუთს თანაგუნდელებზე ჰკითხეს, მას არ შეეძლო არ აღენიშნა კრიშტიანო რონალდო, რომელზეც ძალიან საინტერესოდ ისაუბრა: ”რონი უდიდესი პროფესიონალია. როდესაც ვარჯიში მთავრდება, ის მუდამ აგრძელებს თავისი საქმის კეთებას. ის მუშაობს ჯარიმებზე და ასევე სურს, რომ მუდამ ფორმაში იყოს. კრიშტიანო ძალიან კარგად ხუმრობს და მასთან ერთად კარგ დროს ვატარებ”. როგორც ზემოთ ვახსენე, მესუთი პეპეს და მარსელოსაც შეეხო: ”პეპე და მარსელო ძალიან მხიარული ადამიანები არიან. ისინი ყველას ეხუმრებიან. ჩემი ჯერი ალბათ მალე დადგება”.

აღსანიშნავია, რომ გუნდს რიკი კაკა დაუბრუნდა ასე, რომ, დაიწყო იმაზე საუბრები, რომ შესაძლოა ბრაზილიელმა მესუთი შემადგენლობიდან ამოაგდოს: ”მე მჯერა ჩემი თავის და ვგონებ, რომ არ მომიწევს ძირითადისთვის ბრძოლა, რადგან მე და კაკას ერთადაც შეგვიძლია კარგად თამაში”.

”ძალიან ვწუხვარ, რომ მუნდიალზე ესპანეთმა მოგვიგო ისევე, როგორც 2008 წლის ფინალში, თუმცა ამ ორი წაგებიდან უდიდესი გამოცდილება მივიღეთ” - დაასრულა ოზილმა.


წყარო:as.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)