სამეფო თასზე ტაქტიკა არ შეიცვლება
საინფორმაციო წყარო "ას" ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო "Copa Del Rey"-ის მომავალი შეხვედრისთვის ზუსტად იგივე შემადგენლობის გამოყვანას აპირებს, რომელი თერთმეტეულიც მადრიდული დერბის დროს იყო მოედანზე...
დაცვაში 4 მძლავრი ფეხბურთელი იდგა, ალვარო არბელოას, სერხიო რამოსის, რაულ ალბიოლისა და რიკარდო კარვალიოს სახით. ალვაროს მარსელოს ადგილი ჰქონდა დაკავებული, ბრაზილიელი კი ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე გამწესდა, სადაც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და დერბის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ჟოზე მოურინიო სამეფო თასის მომდევნო შეხვედრაში ზუსტად იგივე შემადგენლობის დაყენებას აპირებს "სევილიას" წინააღმდეგ, მოგეხსენებათ სევილიური გუნდი საკუთარ "სანჩეს პისხუანზე" ყოველთვის კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მონდომების შემთხვევაში ანდალუსიელები უდიდეს წინააღმდეგობას გაუწევენ მადრიდელებს.
პორტუგალიელ სპეციალისტს ძალიან მოეწონა წინა შეხვედრა და ანალოგიურის გაკეთებას ფიქრობს. ამ შემთხვევაში კარიმ ბენზემას კვლავ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოუწევს.
მსგავსი ტაქტიკა ნაცადი ჰქონდათ მადრიდის "რეალის" ექს მწვრთნელებს, მანუელ პელეგრინისა და ხუანდე რამოსს.
- 22 იანვარი 2011
- 2 218
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.