კაკას ინტერვიუ
კაკამ bwin-თან ისაუბრა.
"გამოჯანმრთელების პროცესი დიდ ხანს გრძელდებოდა, თუმცა ახლა მე უკვე დავუბრუნდი ჩემ საყვარელ საქმეს და პირობას გაძლევთ, რომ შევეცდები ყველაფერი გავაკეთო სამეფო კლუბის წარმატებისთვის. დაბრუნებით უზომოდ ბედნიერი ვარ და ვიცი, რომ თანაგუნდელები მენდობიან."
"გუნდის დახმარება მთელი გულით მსურს. მინდა კიდევ გავიტანო გოლი ბერნაბეუზე. ყველა გამარჯვებაში ჩემი წვლილის შეტანა მსურს, იქნება ეს გოლი, თუ საგოლე გადაცემა."
"კრიშტიანო რონალდო ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. დღითი-დღე ვცდილობ მას კარგად შევეწყო და თამაშის ერთი სტილი ჩამოვაყალიბოთ. ჩემი უდიდესი სურვილია, რომ აქაურმა ხალხმა დამიმახსოვროს. ამისთვის კი უკან არ დავიხევ. მე და პორტუგალიელი ერთად ბრწყინვალედ ვგრძნობთ თავს და მიმაჩნია, რომ ჩვენ დუეტს დიდი წარმატების მოტანა შეუძლია."
"მალიორკას წინააღმდეგ მატჩში სამი ქულის აღება ადვილი არ იქნება, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ შეხვედრა ბერნაბეუზე გაიმართება. თუ ჩვენ ისეთ ფეხბურთს ვითამაშებთ, როგორიც საჭიროა, მოწინააღმდეგეს აუცილებლად დავამარცხებთ."
- 22 იანვარი 2011
- 2 409
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.