ვალდანო : "რუუდს მადრიდამდე ერთი ნაბიჯი აშორებს"
მადრიდის "რეალის" გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუუდ ვან ნისტელროის "ბლანკოსამდე" მხოლოდ ერთი ნაბიჯი აშორებს. არგენტინელის თქმით სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჰოლანდიელი მოთამაშე მადრიდში დაბრუნებულიყო...
"ჰამბურგელებთან ყველანაირი ხერხი ვცადეთ, მაგრამ არაფერმა გაამართლა, დღეს კი ისინი საბოლოო შეთავაზებას მიიღებენ. ჩვენ ჰოლანდიელის სანაცვლოდ ფული არ მოგვითხოვია და რუდი "ჰამბურგის" ხელმძღვანელებმა უფასოდ ჩაიგდეს ხელში, ანალოგიურის გაკეთებას ვფიქრობდით, მაგრამ რადგან არაფერმა გაჭრა, გერმანელებს 2 მილიონ ევროს ვთავაზობთ, თუკი ამ წინადადებამ შედეგი არ გამოიღო, მაშინ სამეფო კლუბი სხვა ფორვარდს დაიმატებს."
"ვან ნისტელროის "რეალამდე" ერთი ნაბიჯი აშორებს, ჩვენ ველოდებით რუუდის ამჟამინდელი კლუბის საბოლოო პასუხს, მათ რამდენიმე დღიანი ვადა მივეცით მოსაფიქრებლად, იმედი გვაქვს დადებით პასუხს მივიღებთ და "ვან გოლი" სამეფო კლუბის რიგებს შეუერთდება."
"რუუდთან რამდენჯერმე მქონდა სატელეფონო საუბარი, მისი სურვილი "ბლანკოსის" ფორმის მორგებაა და ამას ღიად აცხადებს, ნისტელროიმ მითხრა, რომ თუკი გერმანელები თანხმობას იტყვიან იგი უპრობლემოდ ჩამოფრინდება მადრიდში და კონტრაქტს მოაწერს ხელს."
- 22 იანვარი 2011
- 2 561
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.