იგუაინი : "სეზონის დასრულებამდე უნდა დავბრუნდე"

მადრიდის "რეალის" არგენტინელი ფორვარდი, გონსალო იგუაინი უკვე ესპანეთის დედაქალაქში იმყოფება, ფეხბურთელმა ინტერვიუ ჩაწერა სამეფო კლუბის ოფიციალურ გვებ-გვერდთან...

ძალიან კარგია, რომ დაბრუნდი. თავს როგორ გრძნობ?

ოპერაციამ კარგად ჩაიარა და ახლა მხოლოდ იმის მოლოდინში ვარ თუ როდის დავბრუნდები. ვიცი, რომ მომთმენი უნდა ვიყო და ყველაფერი ზედმიწევნით ვაკეთო. იმედი მაქვს სეზონის დასრულებამდე მოედანზე დაბრუნებას მოვახერხებ.

როგორ ფიქრობ, ოპერაციის შემდგომი პერიოდი მალე გავა?

რა თქმა უნდა. ექიმები შემპირდნენ, რომ მადრიდში ჯანმრთელი დავბრუნდებოდი და ასეც მოხდა, მე ჩიკაგოში ერთი კვირა გავატარე, ახლა კი აქ ვარ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მსურს.

რა გრძნობა დაგეუფლა, როდესაც თანაგუნდელებმა სტადიონზე დაგიჭირეს მხარი?

ძალიან გამიხარდა და თითოელ მათგანს ამისთვის დიდ მადლობას ვუხდი, მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემ გვერდით მთელი მადრიდის "რეალი" და ამ დიდებული გუნდის გულშემატკივრები იდგნენ. სამეფო კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენჯერმე განთავსდა ინფორმაცია ჩემ შესახებ, ყველა მხარში მედგა და სწორედ ამან გამაძლიერა.

ტრავმის მოშუშების პერიოდში სულ ასეთ განწყობაზე თუ იქნებით კარგი იქნება...

რა თქმა უნდა. მე ოპტიმისტი ვარ და ვიცი, რომ წინ კიდევ მრავალი დაუვიწყარი სეზონი მელის. მართალია დაბრუნება ძალიან მსურს, მაგრამ ვიცი, რომ დიდი ხნით ჩამოვცილდი მინდორს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ სეზონის დასკვნით მატჩებში მონაწილეობას მივიღებ.

რა იგრძენით, როდესაც სწორედ მაშინ მიიღეთ ტრავმა, როდესაც საუკეთესო კონდიციისკენ მიდიოდით?

ძალიან რთული იყო, მაშინ კარგად ვთამაშობდი და "ბლანკოსს" გატანილი გოლებით ვეხმარებოდი, მაგრამ დაზიანება მივიღე. მართალია ტრავმიანიც ვთამაშობდი, მაგრამ ეს შეცდომა იყო, როგორც კი ფეხბურთელი დაზიანებას მიიღებს მაშინვე უნდა გაანებოს თამაშს თავი, რადგან შემდეგ უარესი შედეგი იქნება.

რატომ თამაშობდით ტრავმიანი?

იმიტომ, რომ გუნდს ვჭირდებოდი და მე ამას ვგრძობდი, ძალიან მსურდა კლასიკოში მონაწილეობის მიღება და გუნდის დახმარება, მაგრამ ვერ მოვახერხე, რადგან ტკივილები გამიმწვავდა და ქირურგიული ჩარევა გარდაუვალი ხდებოდა. "ბარსელონასთან" ვერ ვითამაშე, მაგრამ ყველა მამხნევებდა და სწორედ ამან გადამატანინა ყველაფერი. დიდი მადლობა ხორხე ვალდანოსა და ფლორენტინო პერესს მხარში დგომისათვის.

შენ მადრიდში კარგ ადამიანადაც გაფასებენ და კარგ მოთამაშედაც...

დიახ, ეს კი ნამდვილად საბედნიეროა, კარგ ფეხბურთელებოსთან ერთად ადამიანობაც საჭიროა, რადგან პირველ რიგში ადამიანის სტილს ექცევა ყურადღება. შეიძლება მოიგო ბევრი ტიტული, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ აუცილებელია კარგი ადამიანობა. მადრიდის "რეალში" მე დიდი გამოცდილება მივიღე და ბევრი რამ ვისწავლე.

როცა გძინავთ, გსურთ თამაში?

დიახ, ძილშიც და სიფხიზლეშიც, ძალიან მინდა მოედანზე დაბრუნება და იმედი მაქვს, რომ ეს თვეები სულ მალე გაივლის და შევძლებ "ბერნაბეუზე" გასვლას. გოლის გატანა მომენატრა, მსურს გავიგო მადრიდული ინჩადის ოვაციები.

უკვე ფიქრობთ იმ დღეზე, როდესაც "ბერნაბეუზე" შედგამთ ფეხს?

არა, ამაზე ფიქრი არ მინდა. ვიცი, რომ ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ ლოდინი და მოთმინება აუცილებელია.

გუნდისთვის თქვენი საუკეთესო დახმარება , სწრაფი გამოჯანმრთელება იქნება...

დიახ, ყველაფერს ვაკეთებ ფორმის აღსადგენად და გამოსაჯანმრთელებლად, მიხარია, რომ კვლავ მადრიდში ვარ.

  • Hala
  • 20 იანვარი 2011
  • 1 846
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)