"ჩემსა და ჟოზეს შორის სიმშვიდეა"
მადრიდის "რეალის" გენერალურმა დირექტორმა მოურინიოსთან დაკავშირებით პრესაში გავრცელებულ პრობლემებზე ისაუბრა.
"ჩემსა და მოურინიოს შორის არანაირი პრობლემა არ არის. იგი არის სამეფო კლუბის მწვრთნელი და ამ გუნდს ემსახურება. მის ხელში უკეთეს შედეგებს მივაღწიეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ."
"ჩვენ თავდამსხმელის შეძენას ვაპირებთ და ჩვენ-ჩვენი აზრი უნდა გამოვთქვათ, არამგონია ამას უთანხმოება ერქვას. უბრალოდ ვცდილობთ საუკეთესო კანდიდატის შერჩევას, რომელიც გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს."
"დღეს ძალიან რთული თამასი გვაქვცს. "ატლეტიკოს" შეუძლია გააკეთოს ის, რაც გუშინ "ბეტისმა" შემოგვთავაზა. ასე რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ."
- 20 იანვარი 2011
- 2 837
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.