ოფიციალური განცხადება

"მადრიდის რეალის" ოფიციალური განცხადება

ზოგიერთი მედია საშუალების საპასუხოდ, რომელიც დაკავშირებულია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ბიულეტენთან, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს, საფეხბურთო კლუბ "მადრიდის რეალს" სურს:

1) გამოთქვას აღშფოთება ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მსგავსი ინფორმაციების განთავსებისა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მსგავსი პრეცედენტის დაშვების გამო.

2) გამოხატოს უკმაყოფილება მსგავსი ინფორმაციის ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსების გამო, რომელიც ეხება ჩვენს მწვრთნელს და რომლებიც ნამდვილად მოკლებულნი არიან იმ ობიექტურობას, სამართლიანობას და ნეიტრალურობას, რასაც უნდა იცავდეს აღნიშნული ორგანიზაციის ბიულეტინი.

3) აკრძალოს ჩვენი მწვრთნელის ისეთი ფორმით გამოყენება, როგორც ეს მოხდა ფედერაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე, ვინაიდან გვესმის, რომ ყოველივე ზემოთაღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს არბიტრების დაპირისპირება ჩვენი მწვრთნელისა და საერთოდ, ჩვენი კლუბის წინააღმდეგ.

4) მოითხოვოს პასუხისმგებლობა, ვინაიდან ვთვლით, რომ ასეთი საქციელი ჩვენი მწვრთნელის, ჩვენი კლუბისა და ჩვენი გულშემატკივრების მიმართ სრულ უპატივცემლობას გამოხატავს.

5) დაგმოს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მსგავსი ბიულეტინის გამოქვეყნება, ამასთანავე "მადრიდის რეალი" გააგრძელებს კლუბსა და ფედერაციას შორის არსებული კარგი ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარებას, ვინაიდან ყველას გვჯერა, რომ ეს ესპანური ფეხბურთის სასიკეთოდ იმოქმედებს.


წყარო: realmadrid.com

  • shvela
  • 19 იანვარი 2011
  • 3 140
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)