გრანეროს ინტერვიუ
გუშინ "მადრიდის ატლეტიკომ" აჩვენა, რომ ისინი საკუთარ მოედანზე ნებისმიერი კლუბის წინააღმდეგ ფავორიტები არიან.
"ვისენტე კალდერონზე" შეკრებილი მაყურებელი კარგად უჭერს მხარს საკუთარ ფეხბურთელებს. ესაა ადგილი, სადაც თამაში ძალიან ძნელია. "მადრიდის რეალს" კარგი შედეგი ქონდა აქ წინათაც, მაგრამ კოპა დელ რეის გათამაშება რთულია. ჩვენ ცოტა უპირატესობას ვფლობთ, მაგრამ ვიცით, რომ თუ გულმოდგინედ არ ვითამაშებთ, დავისჯებით.
დაეტყობა თუ არა "ატლეტიკოს" აგუეროს არყოფნა?
დარწმუნებული ვარ კი, მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ მათ მის გარეშე თამაში არ შეუძლიათ. "ატლეტიკოს" ყავს ფეხბურთელები, რომლებიც შთამბეჭდავად ერთვებიან თამაშში და დარწმუნებული ვარ, მისი თავდამსხმელები ბევრ პრობლემას შეგვიქმნიან. მათ ორშაბათს სამი გოლი გაიტანეს.
"მადრიდის რეალს" აქვს შანსი, ბოლო ხუთი წლის მანძილზე პირველად გავიდეს ნახევარფინალში. ნათელია, რომ ამ შემადგენლობას ტიტულის მოპოვება სურს.
ჩვენ სამივე ჩემპიონატში გვსურს გამარჯვება. აქედან ერთ–ერთი კოპა დელ რეია. ჩვენ დიდი ხანია, ასე კარგად არ გვითამაშია და ხუთშაბათს გვეძლევა საშუალება ნახევარფინალში მოვახერხოთ გასვლა. ჩვენ მხოლოდ მაშინ დავხდებით ჩემპიონები, თუ დარჩენილ სამ შეხვედრასაც მოვიგებთ.
ესაა კლუბი, რომელსაც უნდა ქონდეს იმის ამბიცია, რომ დაამტკიცოს "ალმერიასთან" მომხდარი რამ მხოლოდ და მხოლოდ ინციდენტი იყო.
ჩვენ ვიცი, რომ ასეც იყო. გვინდა, რაც შეიძლება მალე დავივიწყოთ ეს. ვაჩვენეთ საშინელი თამაში, რომელსაც ვერც ჩვენ და ვერც ჩვენი გუშემატკივრები ვერ წარმოიდგენდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ შეცდომებზე ვისწავლით, მაშინ აუცილებლად განვვითარდებით.
სად იმალება ამ დაპირისპირების მოგების გასაღები?
ჩვენ ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ, სერიოზულად უნდა ვითამაშოთ, ვიყოთ გამარჯვებული კლუბი და არ ვიფიქროთ შედეგზე, სანამ საფინალო სასტვენის ხმას არ გავიგებთ. საკუთარ სათამაშო გეგმას უნდა მივყვეთ.
არის თუ არა მზად კლუბი კოპა დელ რეის თასზე აკრეფილი სტარტი ჩემპიონთა ლიგაზეც გადაიტანოს?
ეს კლუბი კარგ ფორმაშია. წინა წლებთან შედარებით უკეთესად გამოვიყურებით და ძალიან კონკურენტუნარიანები ვართ. დარწმუნებული ვარ, ჩემპიონთა ლიგაზეც ანალოგიური თამაშის ჩვენება შეგვიძლია.
ამ კლუბმა დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება ძნელია
ჩვენ ვიცით, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ გასვლითი შეხვედრებისთვის. კონცენტრაციას არ ვკარგავთ და შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფებით. გვინდა ლა ლიგის მოგება, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. ჩემპიონთა ლიგის და კოპა დელ რეის თასის მოსაგებად მცირედი დეტალებიცაა საკმარისი და გვსურს, რომ ორივეში კარგად გამოვიდეთ.
ჩემპიონთა ლიგაზე თქვენი მეტოქე კვლავ "ლიონია", მაგრამ წარსული გამოცდილებიდან ალბათ ისწავლეთ მათ წინააღმდეგ თამაში.
ჩვენ იმისგან, რაც მოხდა, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. წინა წელსაც უნდა მოგვეგო ეს დაპირისპირება, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ყოველმა ჩვენგანმა, რომელიც მაშინ აქ იყო, გავიაზრეთ ჩვენი შეცდომები. მიმდინარე წელს სხვა სიტუაციაა და ამ დაპირისპირებას ძალზედ მობილიზებულნი ვხვდებით. "ლიონი" სერიოზული მეტიქეა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ისევე გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც ეხლა, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია მათი ტურნირიდან გამოთიშვა.
რამდენადაა კლუბი დარწმუნებული, რომ შეძლებს "ბარსელონასთან" ოთხ ქულიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრას?
წინ ჯერ კიდევ ბევრი შეხვედრაა ჩასატარებელი. ამ ჩემპიონატში მეორე წრე ყოველთვის რთულია. ორივე ჩვენგანს შესაძლოა ქონდეს, როგორც აღმავლობის, ასეევე ჩავარდნის პერიოდი. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ამ ტურნირს ჩვენ მოვიგებთ.
კალენდარზე რომელიმე დღე თუ შემოხაზეთ?
ეს ხუთშაბათი–კოპა დელ რეის თასის შეხვედრის დღე და კვირა–ლა ლიგის ტურის დღე. ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ერთი დღით ადრე, მხოლოდ და მხოლოდ კარს მომდგარ შეხვედრაზე ვფიქრობ. ნებისმიერი რამ შესაძლოა შეცდომა გამოდგეს.
ამ კვირას თქვენ "მალიორკას" წინააღმდეგ გიწევთ თამაში, კლუბი, რომლის წინააღმდეგაც თქვენ სადებიუტო გოლის გატანა მოახერხეთ "სანტიაგო ბერნაბეუზე".
მე მახსოვს ეს გოლი. ყოველთვის ძალზედ ემოციურია, როცა საკუთარ კედლებში გაგაქვს სადებიუტო გოლი და გულშემატკივრებთან ერთად ზეიმობ. ამ კვირასაც ანალოგიურის გამეორების იმედი მაქვს. ეს თუ არა, იმის იმედი მაქინც მაქვს, რომ სამ ქულას ავიღებთ და გავახარებთ ჩვენს გულშემატკივრებს.
დამოკიდებულება კლუბსა და გულშემატკივრებს შორის ბრწყინვალეა. შესანიშნავი საშინაო სტარტი ალბათ დაგეხმარებათ ამაში.
ჩვენი გულშემატკივრები ერთ–ერთი მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომაც ვარ სახლში ასე წარმატებულები. ისინი მართლა გვიჭერენ მხარს. ხალხს მოწონს აგრესიული თამაშის სტილი, რომელიც ახალმა მწვრთნელმა მოიტანა. ახალშეძენილი ფეხბურთელები კარგად გამოიყურებიან, შესაბამისად კლუბიც ბრწყინვალეა.
"ალმერიასთან" შეხვედრაში მსაჯი "რეალის" მიმართ აშკარად არ იყო კეთილგანწყობილი.
მსაჯები შეცდომებს ორივე მხარის წინააღმდეგ უშვებენ, მაგრამ იმ სიტუაციაში ჩვენდამი აშკარა ცუდი განწყობა იგრძნობოდა. ქულები ასეთ დაძაბულ ბრძოლაში ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენ კარგად არ გვითამაშია, მაგრამ ის შეხვედრა უნდა მოგვეგო.
თქვენ დაოსტატდით შორიდან გოლის გატანაში. ეს დიდი პრაქტიკის შედეგია?
მე ასე შორიდან მხოლოდ ორჯერ გავიტანე. ამაზე ძალიან ბევრს ვმუშაობთ. მე დამატებითი სავარჯიშო დროის აღებაც მიყვარს. ბავშობიდან მოყოლებული ეს ჩემი ძლიერი მხარეა და მინდა უფრო და უფრო კარგი გავხდე.
რას გრძნობთ, როცა ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობთ?
შესანიშნავი გრძნობაა. მომწონს ეს პოზიცია და იქ თავს კომფორტულად ვგრძნობ. მწვრთნელმა იცის, თუ სად შემიძლია უკეთ და რა სიტუაციებში. მოურინიო იცნობს მის ფეხბურთელებს და ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს, როცა საქმე პოზიციის შერჩევას ეხება.
შეიცვალეთ თუ არა წინა სეზონთან შედარებით?
დიახ, როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება. ჩემი პირველი სეზონი რთული აღმოჩნდა, ვინაიდან "ხეტაფესა" და "მადრიდის რეალს" შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ ეხლა მე ვგრძნობ თანაგუნდელთა მხარდაჭერას და ვიცი, რომ უსაფრთხოდ და მშვიდან ვიქნები.
რას აკეთებთ იმისთვის, რომ მოურინიოს თავი მოაწონოთ?
მე არ ვთამაშობს, ვარ ისეთი, როგორიც სინამდვილეში და ვმუშაობს ისე, როგორც შემიძლია. ვიცი, რომ როცა თამაშის საშუალება მეძლევა, კარგად უნდა ვითამაშო და შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვა. ფეხბურთელებმა უნდა დაამტკიცონ, რომ თამაშის ღირსნი არიან. არ აქვს მნიშვნელობა ეძლევათ თუ არა მათ თამაშის საშუალება. ყოველმა ჩვენგანმა, მიხედავად იმისა, თუ სად იმყოფება იგი, უნდა მიიპყროს მწვრთნელის ყურადღება.
რა ტიპის ადამიანია მოურინიო?
მასზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. მისი ტიტულები თავად ლაპარაკობენ მასზე, როგორც პერსონა, ისაა ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველა ფეხბურთელისგან მაქსიმალური შედეგი მიიღოს. ისაა საუკეთესო მწვრთნელი ვის შესახებაც საერთოდ გსმენიათ.
გინახიათ თუ არა ვინმე, რომელსაც იმ დისტანციებიდან გააქვს გოლები, საიდანაც კრიშტიანო რონალდუს?
რაც ყველაზე გასაოცარია, მიუხედავად იმისა, რასაც მიაღწია, ის არ კმაყოფილდება, ძალიან ამბიციურია და სულ უფრო მეტი სურს. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ასეთი ბრწყინვალე თანაგუნდელი გვყავს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მას გოლების გატანაში დავეხმაროთ.
კაკამ მისი პირველი თამაში ჩაატარა სასტარტოში "ალმერიას" წინააღმდეგ, როგორ გრძნობს თავს?
ის ბედნიერია. თავს , როგორც ფეხბურთელი გრძნობს და ეხლა უკვე შემადგენლობის სრულუფლებიანი წევრია. ვარჯიშების დროს ძალიან ხალისობს და არაფერი არ აწუხებს. მოხარული ვართ,რომ მას ასეთს ვხედავთ. ის მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, ბევრ რამეში დაგვეხმარება.
- 20 იანვარი 2011
- 2 721
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.