"ატლეტიკოსთვის" მზადება დასრულდა
ოცდაორმა მოთამაშემ ივარჯიშა "ვალდებებასზე"
მადრიდის რეალმა, ხუთშაბათს გასამართ სამეფო თასის მატჩამდე "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, მეორეჯერ და ბოლოჯერ ივარჯიშა. ჟოზე მაურინიოს ბრძანებების ქვეშ 22 მოთამაშე ვარჯიშობდა. ქვედა ყბის მოტეხვის შემდეგ პირველად გამოჩნდა მოედანზე იერჟი დუდეკი.
21 პირველ გუნდელს დაემატა პაჩეკო, რომელიც იერჟი დუდეკის შემცვლელი და გუნდის მესამე მეკარეა. რამდენიმე წუთიანი გახურების შემდეგ ფეხბურთელებმა სხვადასხვა ფერის სავარჯიშო მაისურები ჩაიცვეს და სამ ჯგუფად გაიყვნენ. ხედირა, კრისტიანო რონალდო, კარვალიო, კაკა და გარაი ატარებდნენ ნარინჯისფერ მაისურებს, ლასი, მატეოსი, პედრო ლეონი, ბენზემა და კანალესი ატარებდნენ - მწვანეს, დი მარია, ალბიოლი ხაბი ალონსო, არბელოა და პაჩეკო ატარებდნენ - ლურჯს.
8 დეკემბერს "ოსერთან" მატჩის დროს მიღებული ქვედა ყბის მოტეხილობის შემდეგ, თვე-ნახევარი გავიდა და დღეს პირველად ივარჯიშა იერჟი დუდეკმა. იგი მარტო ვარჯიშობდა. იგუაინს, პეპეს და მაჰამადუ დიარას არ უვარჯიშიათ.
წყარო: realmadrid.com
- 19 იანვარი 2011
- 2 340
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.