რონალდუს ინტერვიუ– ნაწილი I

გთავაზობთ კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუს I ნაწილს , რომელიც მან გამომცემლობა Marca–ს მისცა.

"ალმერიასთან" შეხვედრის შემდეგ, ისე გამოჩნდა, რომ მიმდინარე სეზონშიც ვერ მოახერხებს "მადრიდის რეალი" "ბარსელონასთვის" წინააღმდეგობის გაწევას. წინ კიდევ მთელი სეზონია, მაგრამ "ბარსელონა" ზამთრის ჩემპიონი გახდა და რამოდენიმე რეკორდიც დაამხო. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

საერთოდ, ისეთი მეტოქის გაოცება, როგორიც "ბარსელონაა", ყოველთვის ძალიან ძნელია. ეს ძალიან გამარტივდება, თუ მეორე წრის ყველა დარჩენილ შეხვედრას მოვიგებთ. ჩვენ მაინც პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ, ვინაიდან ყოველივე ზემოთთქმულისა, "მადრიდის რეალი" მაინც ყველა ტურნირზე იბრძვის. მართალია, რომ "ბარსელონა" ამჟამად პირველ ადგილზეა, მაგრამ არც ისე დიდია ჩვენს შორის ქულათა სხვაობა. მართლაც დარწმუნებული ვარ, თუ მეორე წრის ყველა შეხვედრა მოვიგეთ ლა ლიგის ტიტული ჩვენი იქნება.

რამდენად გადამწყვეტი იქნება "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბარსელონას წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა?


მანამდე ჯერ კიდევ შორია და ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ეჭვგარეშეა, რომ ეს კარგი ბრძოლა იქნება, მაგრამ იქამდე ჩვენ ყველა თამაში უნდა მოვიგოთ, ამის გაკეთება კი ადვილი არ იქნება.

რას ფიქრობთ "კამპ ნოუზე" 5:0 მარცხისას იტურალდეს მსაჯობაზე?

ესაა თამაში, რომელიც დავიწყებას მიეცა.არ მიყვარს ზურგს უკან მოხედვა და წარსულში ძრომა.ეს იყო ცუდი და კოშმარული დღე არამარტო რომელიმე კონკრეტული ფეხბურთელისთვის, არამედ მთლიანად კლუბისთვის. ჩვენი კალიბრის გუნდისთვის, ასეთი რამე ყოვლად მიუღებელია. წინ უნდა ვიაროთ და წარსულის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, ესაა მთავარი. "ბარსელონამ" ძალიან კარგად ითამაშა იმ ღამეს. როცა მათ წინააღმდეგ შინ მოგციწევს თამაში, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ აბსოლიტურად განსხვავებული სურათი ვაჩვენოთ.

ვალდესმა თქვენს წინააღმდეგ მართლა დაარღვია თამაშის წესი?

განმეორება არ ტყუის. ამან შეცვალა თამაში, მაგრამ წეღან ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, რომ ეს წარსულია და იქ ქექიალი არაფერს არ მოგვიტანს.

ისეთი ამბიციური პიროვნება, როგორიც თქვენ ხართ, ალბათ დიდი მოლოდინით ელით "კამპ ნოუზე" დაბრუნებას და შურისძიებას?

მე არ ვარ ადამიანი, რომელიც რამეზე იბოღმება და ცდილობს შური იძიოს. ეს მნიშვნელოვანი თამაში იქნება , რამდენად გადამწყვეტი გამოდგება, ამას დრო გვიჩვენებს. მე სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს თამაში შურის საძიებლად გამოდგება.

თქვენ 19 თამაშში 22 გოლი დაგიგროვდათ. შეძლებთ თუ არა აღებული სტარტის გაგრძელებას?

ვერ გეტყვით, ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მე მოტივირებული ვარ. რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერს გავაკეთებ ასე გასაგრძელებლად და სეზონის ბოლოს თუ პიჩიჩის ტიტული ავიღე ძალიან კარგი, თუ არადა არც ესაა პრობლემა.

რას იტყვი იმაზე, როცა შენზე საუბრისას იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "ფეხბურთელი სხვა ეპოქიდან" და გადარებენ "მადრიდის რეალის" ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც იყვნენ დი სტეფანო და პუშკაში?

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, როცა ლეგენარულ ფეხბურთელებს მადარებენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრე, ბევრი რამ მაქვს სასწავლი, გასაუმჯობესებელი და გასაკეთებელი ამ კლუბში. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა ეს პრივილეგიაა და ეს უფრო მეტად მოტივირებულს მხდის ვივარჯიშო მეტი და ყოველდღიურად უფრო და უფრო უკეთესი გავხდე.

შენ მალე 26 წლის გახდები და რა თქმა უნდა, ზრუნავდე იქნება საკუთარ თავზე. რას იტყვი, რამდენ "Ballon d’Or"–ის ტიტულის მოიგებ? მოურინიომ თქვა, რომ ოთხი ან ხუთი...

მე ვისურვებდი მომეგო ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და არა "Ballon d’Or"–ის ტიტული. მე, კიდევ მეორედ, მესამედ თუ მოვიგებ ზემოთხსენებულ ჯილდოს მოხარული ვიქნები, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი "მადრიდის რეალთან" ერთად ტიტულების მოგებაა.

რომელი ფეხბურთელი იყო თქვენთვის მისაბაძი მაგალითი?

შეუძლებელია მხოლოდ ერთის დასახელება. მათი რიცხვი ძალიან ბევრია. მიმაჩნია, რომ დიდი ფეხბურთელები ბავშვებისთვის საუკეთესო მაგალითები არიან. როცა თამაში დავიწყე , ბევრი კერპი მყავდა და მათზე სულ მაბოდებდა: რუი კოშტა, ფიგუ, ზიდანი, რონალდო ("კიჭას" გულისხმობს)... ყოველთვის მინდოდა მათ დავმსგავსებოდი. უფლის წყალობით მე ჩემს პირად მეს, ჩემს საკუთარ ისტორიას ვქმნიდი "მანჩესტერში" და ვქმნი ეხლა "მადრიდის რეალში". იმედი მაქვს, ამ კლუბის ისტორიაში ჩემს ადგილს დავიკავებ.

წარმოიდგინე, რომ ფლორენტინო პერესი ხარ და მომდევნო სეზონისთვის აუცილებლად უნდა შეიძინო თავდამსხმელი, მიუხედავად მისი ფასისა. ვის შეიძენდი ლორენტეს, კუნ აგუეროს თუ ტორესს?

ეს ძალიან ძნელია, ვინაიდან ყველაფერი დამოკიდებულია ფულზე, კონტრაქტზე და ა.შ. თუ ფულზე არ ვიდარდებთ, მაშინ... ლორენტე შესანიშნავი ფეხბურთელია, მოურინიოს მოსწონს იგი და ის ზუსტად ისეთივეა, როგორსაც ჩვენ ვეძებთ. კუნი ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, რომელსაც ნებისმიერი დესტაბილიზაცია ძალუძს, ხოლო ტორესი კი ძალიან კარგია. არ ვიცი, ვერ გეტყვით.

წინა კვირას, თქვენ ლუიფალუშის მისამართით ძალიან უხეშად ითამაშეთ. ეს განზრახ თამაში იყო?

მე ბურთზე მივდიოდი, მაგრამ მოულოდნელად მას ჩავარტყი ფეხი უკნიდან. თავად მე რამდენ დარტყმას ვიღებ მთელი თამაშის განმავლობაში? შვიდს, რვას? ხოდა, როცა მე ვაკეთებ ერთ ასეთ ვარდნას, რატომაა რომ ყველანი უცბადვე აყვირდებიან? ეს უსამართლოა, არა? სიმართლე გითხრათ, ხანდახან ძალიან ვბრაზდები, მაგრამ რა უფლებით მელაპარაკებიან და მკიცხავენ მე ასეთი ვარდნების გამო, როცა თავად ერთ თამაშში მასეთს კი არა, უარეს დარტყმებს ვღებულობ?

ფიქრობთ თუ არა, რომ უსამართლოა, როცა თქვენ ერთ უხეშობას ამხელა აურზაური მოყვება?

რა თქმა უნდა. მეტოქეები ზეწოლას ახდენენ მსაჯზე. არ მესმის რატომ. ჩემ თავს ვეკითხები თუ რატომ ხდება ასე, ვინაიდან ვერ გამიგია. აქ, ესპანეთში, როცა მოედანზე ვარ ძალიან ბევრს მისტვენენ, უხეშობენ ჩემს წინააღმდეგ. მეგობრები მეუბნებიან: "კრიშტიანო, მოედანს გარეთ, თითოეული მათგანი შენზე გიჟდება, შენს სურათებს და ხელმოწერებს ითხოვენ, მაგრამ მოედანზე მათ შენი მოკვლა სურთ!" – აი, ეს ნამდვილად არ მესმის.

შესაბამისად, ალბათ ძალიან ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება.

დიახ, ხანდახან ეს ძალიან ძნელია. მაგრამ ყოველივე ამისთვუს ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო.ტოპ ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად ყოველთვის უმაღლეს დონეზე უნდა იყვნენ.


რონალდუს ინტერვიუ– ნაწილი I

  • shvela
  • 18 იანვარი 2011
  • 2 990
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)