სეზონის პირველი ნაწილი ფრით დასრულდა

გუშინ გვიან ღამით მადრიდის "რეალმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა "ალმერიასთან" მატჩში, რომელიც ფრედ - 1-1 დასრულდა...

კაკამ პირველად ითამაშა ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ძირითადში. მან ბენზემა შეცვალა. ანუ ჟოზე მოურინიომ "რეალი" პრაქტიკულად თავდამსხმელის გარეშე ათამაშა. კრიშტიანო რონალდო, კაკა და ანხელ დი მარია ყოველმხრივ უტევდნენ "ალმერიას" კარს,მაგრამ ამაოდ.მათი ყოველივე ცდა ან კუთხურით ანდა კარში ხელომცარული დარტყმით სრულდებოდა. გუნდს აშკარად ეტყობოდა უფორვარდობა. მთელმა პირველმა ტაიმმა ერთი სცენარით ჩაიარა. 45 წუთის განმავლობაში უბრალო საგოლე მომენტიც კი არ შექმნილა.

მეორე ტაიმის დასაწყისში კაკამ მოედანი დატოვა და მის ნაცვლად ბენზემა შემოვიდა. ამან კიდევ უფრო გაზარდა შეტევის ძალა, მაგრამ ამავე დროს მადრიდელები უკვე აღარ ფიქრობდნენ საკუთარი კარის დაცვაზე,რამაც ის გამოიწვია,რომ მე-60 წუთზე გამოეპარათ ანდალუზიელების კონტრშეტევა და გოლიც მიიღეს საკუთარ კარში. კასილასის კარში ულოამ შეაგდო.

ამის შემდგომ მადრიდელებმა,როგორც მოსალოდნელი იყო თამაშის ტემპს უმატეს. მოუმ 65-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განახორციელა. მან არადამაჯერებლად მოთამაშე ალბიოლის ნაცვლად კარვალიო გამოიყვანა, ხოლო კიდევ უფრო არადამაჯერბლად მოთამაშე მარსელოს ნაცვლად - ესტებან გრანერო. ამ უკანასკნელმა პორტუგალიელს იმედები პირნათლად გაუმართლა. 13 წუთის შემდგე,რაც მან მოედანზე შემოაბიჯა, ანგარიშის გათანაბრება შეძლო. ბენზემამ მას საგოლე პასი გაუკეთა და გრანერომ უძლიერესი დარტყმით "ალმერიის" კარის ბადეში ბურთი გახვია.

ამის შემდგომ მადრიდელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ,მაგრამ სიჩქარეს ბევრი შეცდომები თანსდევდა და ამიტომაც საწადელს ვერ ისრულებდნენ. მატჩის დამატებით მესამე წუთზე დაინიშნა ძალზე სახიფათო საჯარიმო დარტყმა,რომელიც ტრადიციულად სტანდარტების უბადლო ოსტატმა კრიშტიანო რონალდომ შეასრულა. მისი დარტყმული ბურთი მასპინძელთა ფეხბურთელს - მბამის,რომელიც ცოცხალ კედელში იდგა ხელზე მოხვდა და კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმა დაინიშნა,ოღონდ ამჯერად უფრო ახლოდან. როგორც მატჩის შემდგომ გაირკვა მბამი საჯარიმოს შიგნით იმყოფებოდა, და შეხედრის მსაჯმა პერეს ლასამ ამ თამაშში კიდევ ერთი მორიგი შეცდომა დაუშვა და პენალტი არ დანიშნა.საჯარიმო დარტყმა კვლავ რონალდომ შესარულა. მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა.ამის შემდეგ მალევე დასრულდა მატჩიც და პირველი წრის ბოლოს "რეალმა" მნიშვნელოვანი ქულებიც დაკარგა. "ბლანკოსის" მთავარმა კონკურენტმა, "ბარსელონამ" შინ "მალაგას" სძლია 4-1.ასე რომ, მადრიდელები მძიმე დღეში ჩავარდნენ.მათი ქულათა სხვაობა კატალონიელებთან 4-ია.


realmadrid.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)