არბელოა: "ფოკუსირება მომდევნო მატჩებზე უნდა მოხდეს
სამეფო კლუბის მცველმა, ალვარო არბელოამ "ალმერიასთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
"ჩვენ გუნდს ყოველთვის მოგება ესაჭიროება, არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელ სტადიონზე იმართება მატჩი. მასპინძლებმა პირველი გოლი გაგვიტანეს და სიტუაცია აირია."
"სეზონი ამით არ დასრულება, მართალია შესაძლოა "ბარსასთან" უფრო დიდი ჰანდიკაპი გვგქონდეს, მაგრამ ყველაფერი აღმოფხვრადია, რადგან სეზონის ბოლომდე ზუსტად იმ რაოდენობის შეხვედრები დარჩა, რამდენიც ლა ლიგის სტარტიდან დღემდე გაიმართა."
"უკვე შევეჩვიეთ კვირაში ორი მატჩის გამართვას, გუნდი გადატვირთულია, მაგრამ ეს არ არის გასამართლებელი მიზეზი. ფოკუსირება მომდევნო შეხვედრებზე უნდა მოვახდინოთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება."
- 17 იანვარი 2011
- 1 685
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.