კი თუ არა?

რამდენადაა მისაღები რუდ ვან ნისტელროის,იგივე ვან გოლის გადმოსვლა "მადრიდის რეალში"? რამდენად აქვს აზრი ამ ტრანსფერს?

"მადრიდის რეალი" "ბარსელონას" მხოლოდ და მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.ეს ყველაფერი კი ძირითადად განპირობებულია კრიშტიანო რონალდუს ბრწყინვალე თამაშით, რომელიც მიმდინარე სეზონშიც აგრძელებს მადრიდისტების გულის დაპყრობას, მის ანგარიშზე საერთო ჯამაში 31 გატანილი გოლია (22–ჯერ ლა ლიგაში, 4–ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე და 5-ჯერ სამეფო თასზე დაამწუხრა მეტოქეთა მეკარეები). ის, რომ კრიშტიანო რონალდოს ანგარიშზე "ბლანკოსების" მიერ გატანილი გოლების უმრავლესობა მოდის, განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ გონსალო იგუაინი ტრავმირებულია, ხოლო წესით და რიგით მისი შემცვლელი კარიმ ბენზემა კი ვერაფერს ვერ აკეთებს. ის საერთოდ არ ამართლებს მასზე გაცემულ ავანსებს. იმხელა კლუბში, როგორიც "მადრიდის რეალია" რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მხოლოდ და მხოლოდ ორი ცენტრფორვარდი ირიცხება. აქედან ერთი საავადმყოფოში წევს,მეორე კი სრულიად ჯამრთელია,მაგრამ რათ გინდა,მოედანზე დააბოტებს და მეტს არაფერს არ შვება.

ჟოზე მოურინიოს მოედნის ცენტრში დიდი არჩევნის საშუალება აქვს,რასაც ვერ ვიტყვით თავდასხმის ხაზზე. "განსაკუთრებული" უპირატესობას ანიჭებს ისეთ ფორვარდებს რომლებიც კარგი ტექნიკური მახასიათებლებით გამოირჩევიან, ასევე მის ფავორიტი ფიზიკურადაც ძლიერი უნდა იყოს. ამით იყო იგი განთქმული "ჩელსიში" და "მილანის ინტერში" მუშაობის პერიოდში.მაშინ მის ხელთ იყვნენ ისეთი თავდამსხმელები,როგორებიც არიან დიდიე დროგბა–"ჩელსიში", ხოლო დიეგო მილიტოსა და სამუელ ეტო'ოს დუეტო "ინტერში"." მადრიდის რეალში" მის განკარგულებაში გონსალო იგუაინი და კარიმ ბენზემა იყვნენ. სანამ სეზონი დაიწყებოდა, ის დაჟინებით ითხოვდა კიდევ ერთი ცენტრფორვარდის ყიდვას, მაგრამ ფლორენტინო პერესმა უარი განაცხადა და ვირივით ერთ ადგილზე დადგა. მას შემდეგ კი, რაც იგუაინმა ტრავმა მიიღო, ნათლად გამოჩნდა, რომ ჟოზე მართალი იყო, ხოლო პერესი კი მტყუანი, მაგრამ ფლორენტინო რის ფლორენტინოა, ეგრე ადვილად რომ წასულიყო დათმობაზე. სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან კაი ხანი გავიდა და ის მაინც თავისას იმეორებდა, რომ კლუბს მხოლოდ ბენზემას იმედადაც შეეძლო თამაში ("სხვა სუსტ კლუბებს ისედაც ადვილად ვუგებთ, გრანდებთან კი მაინც ვერაფერს ვშვებით და როგორმე ამაზე უნდა ვიმუშაოთ და არა ახალი თავდამსხმელის ყიდვაზეო"–განაცხადა ერთ–ერთი ინტერვიუში "ბრძენმა" ფლორენტინომ).

მოურინიოც არაფერს ამბობდა, ჯიუტად აყენებდა ბენზემას სასტარტოში, ერთი მხრივ შანსს აძლევდა ფრანგ ფეხბურთელს, ხოლო მეორე მხრივ კი ყველას ანახებდა, რომ მხოლოდ კარიმის იმედად ყოფნა არ შეიძლებოდა. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა "ვირი აისბერგიც" დადნა და განსაკუთრებულმაც საკუთარ მიზანს მიაღწია. მას მომდევნო წრისთვის აუცილებლად ეყოლება ახალი თავდამსხმელი.უკვე ხორხე ვალდანომ ოფიციალურადაც დაადასტურა, რომ კლუბი აუცილებლად გავა სატრანსფერო ბაზარზე სავაჭროდ.

თითქოს ამ ამბის გახმაურებას ელოდნენო, ესპანური მედია საშუალებები ეგრევე ახტნენ–დახტნენ და "თეთრებში" გადმომსვლელთა ტოპ–10–ეულების შედგენაც კი დაიწყეს. არც ერთი ესპანურ მედიას თავიდანვე არ უვარაუდია,რომ შესაძლოა "ბლანკოსებში" გოლების გატანის დიდოსტატი,მეტსახელად ვან გოლი დაბრუნებულიყო. ეს მანამ, სანამ მათ შორის "ნოვატორი" გამომცემლობა არ გამოჩნდა და აღნიშნული რამ არ ივარაუდა. ერთი დაიწერა თუ არა, მეორე დღეს მას უკვე ათასნაირი კუდი გამოაბეს, შეალამაზეს, ნუ ისე, როგორც მათ ჩვევიათ ხოლმე და შეითხზა ჭორი ვან ნისტელროის "რეალში" გადმოსვლასთან დაკავშირებით. უკვე გაჩნდა "ცნობები" იმის შესახებ, თუ როგორ მსჯელობენ რაული და რუდი "რეალში" მის შესაძლო გადმოსვლასთან დაკავშირებით "ჰამბურგისა" და "შალსკეს" შეხვედრის დაწყებამდე.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ თავად ფეხბურთელსაც დიდი სურვილი აქვს "თეთრების" რიგებში დაბრუნდეს. ერთადერთი წინააღმდეგობა, რომელიც მას ხელს უშლის, არის "ჰამბურგი", რომელთანაც ჰოლანდიელს ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული. ვან გოლმა ისიც კი განაცხადა, რომ თუ კლუბი მას არ გაუშვებდა, იგი უარს იტყოდა თამაშზე (სწორედ ამის შემდეგ შედგა "შალკესა" და "ჰამბურგის" დაპირისპირება, სადაც მან გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა). ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ მას კიდევ აქვს გოლის გატანის ალღო და რომ მისი გამოცდილება დაეხმარება "ბლანკოსების" ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ისეთებს, როგორიც მორატაა, შემდგომ განვითარებაში.

თავის მხრივ, "მადრიდის რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომაც განაცხადა, რომ სიამოვნებით ითანამშრომლებდა ისეთ ფეხბურთელთან,როგორიც ვან ნისტელროია.ასევე ხაზი გაუსვა მისი და ნისტელროის ნაცნობობას, მაშინ როცა ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოდიოდა.პორტუგალიელს სიამოვნებს გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად მუშაობა და ჰოლანდიელიც სწორედ რომ ასეთთა კატეგორიას განეკუთვნება. იმ შემთხვაში, თუ ეს ტრანსფერი შედგა, მას შეუძლია შვებით ამოისუნთქოს და არ ქონდეს იმის შიში, რომ ბენზემას ტრავმის გამო, იგი ცენტრფორვარდის გარეშე დარჩება. ასევე მას შეეძლება, ექვსი ნახევარმცველით თამაშის ნაცვლად, თავდასხმაში ბენზემა ნისტელროის წყვილი დააყენოს.

ეს გარიგება კლუბს წესით და რიგით ძვირი არ უნდა დაუჯდეს,ჯერ ერთი,ჰოლანდიელს "ჰამბურგათან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება და მეორეც, ნისტელროი ასაკოვანია და შესაბამისად მისი ფასიც სხვებთან შედარებით ძალზედ ნაკლები იქნება. მესამეც, თავად ვან ნისტელროის სურვილიცაა "თეთრების" რიგებშ დაბრუნება და თუ "მადრიდის რეალის" ხელმძღვანელობა მოინდომებს, მათ სულაც არ უნდა გაუჭირდეთ შეთანხმების მიღწევა.

დიახ

მართალია, რუდ ვან ნისტელროი ისევე არ ბრწყინავს, როგორც უწინ, მაგრამ ის კვლავ ინარჩუნებს გოლის გატანის ალღოს და თავდასხმის ხაზში მკვლელის ინსტიქტს. იგი ფიზიკურადაც კარგ კონდიციებშია და შესაბამისად "მადრიდის რეალს" ბევრს შემატებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ვან გოლი "ბლანკოსების" რიგებში წლების მანძილზე ირიცხებოდა, შესაბამისად მას არ დაჭირდება დიდი დრო ლა ლიგასთან ადაპტაციისთვის,ეს კი მოცემულ ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვანია.მის სასიკეთოდ იმოქმედებს ასევე ის ფაქტიც, რომ "თეთრებს" სათავეში ჟოზე მოურინიო უდგათ,რომელიც ცნობილია ასაკოვანი ფეხბურთელებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებით.

ასევე,ნისტელროის გამოცდილება ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება,ისეთი ახალგაზრდა თავდამსხმელებისთვის, როგორებიც არიან გონსალო იგუაინი და კარიმ ბენზემა.ორივე მათგანს პრობლემები აქვთ შექმნილი მომენტების რეალიზაციის მხრივ, რაც მათი კალიბრის ფეხბურთელებს არ უნდა ქონდეთ. ჰოლანდიელი არამარტო კარგი მასწავლებელი იქნება ამ მხრივ, არამედ შესანიშნავი საშუალება აუცილებლობის მომენტში თამაშში გარდატეხის შესატანად.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე,შეიძლება ითქვას,რომ რუდ ვან ნისტელროი სწორედ ის ფეხბურთელია,რომელიც "რეალს" ჭირდება.

არა

ნისტელროი ასაკშია, შესაბამისად შეიძლება მას გაჭირდეს იმ სწრაფ თამაშთან შეგუებეა, რომელსაც "მადრიდის რეალი" აჩვენებს ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით. პორტუგალიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე გამოკვეთილი გაუმჯობესება რასაც დაეტყო არის ის, რომ ფეხბურთელები შესანიშნავად ახერხებენ დაცვიდან სწრაფ კონტრშეტევაზე გადასვლას, შესაბამისად ჰოლანდიელის ყოფნის შემთხვევაში შეიძლება კლუბი ისე ვერ გადავიდეს შეტევაში, როგორც გონსალო იგუაინისა ან კარიმ ბენზემას დროს.ვან ნისტელროის ყიდვა ავტომატურად გულისხმობს, რომ უკეთეს თავდამსხმელის ძიებას კლუბი არ გააგრძელებს.

გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური ფაქტორი.ჰოლანდიელის ყიდვა,რომელიც "ბერნაბეუს" ფავორიტია, იგუაინსა და ბენზემას არასტაბილურობის გრძნობას დაუტოვებს, ეს კი აუცილებლად იმოქმედებს მათ თამაშზე. მაგრამ ცნობილი ფაქტია,რომ ჟოზე მოურინიო ადამიანური რესურსების მენეჯმენტში ძალზედ კვალიფიციურია, შესაბამისად იგი აუცილებლად იპოვის გამოსავალს. სხვა პრობლემაა ის, თუ რამდენად იქნება თანახმა თავად ჰოლანდიელი დაჯდეს სათადარიგოთა სკამზე და ადგილი დაუთმოს ახალგაზრდა ფორვარდ კარიმ ბენზემას.


P.S. ჰოლანდიელის მოსვლა სულაც არ ნიშნავს კარიმ ბენზემას ავტომატურად სათადარიგოთა სკამზე გადაყვანას:

ა) ვან ნისტელროი გაზრდის კონკურენციას ფორვარდებს შორის (ვგულისხმობ ბენზემას და ნისტელროის დუელს, იგუაინის დაბრუნების შემდეგ კი ისიც ჩაერთვება ამ დუელში)

ბ) ვან ნისტელროის მოსვლის შემდეგ ბენზემას ფაქტიური კონკურენტი გამოუჩნდება და ამჟამად მას უკვე მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ექნება, ვინაიდან მოურინიოს არ მოუწევს ბენზემას მოედანზე გამოშვება მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა თავდამსხმელი არ ყავს. შესაბამისად, ჩემი აზრით, ამან პოზიტიურად უნდა იმოქმედოს ბენზემაზე და აიძულოს იგი ფეხი გაანძრიოს.

გ) ნისტელროი გამოირჩევა სტაბილური თამაშით , იგივე სხვა თავდამსხმელებისგან განსხვავებით, ხოლო "მადრიდის რეალისთვის" სტაბილურობა მოცემულ ეტაპზე ყველაზე მთავარია.

  • shvela
  • 16 იანვარი 2011
  • 2 470
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)