გულშემატკივრებმა ადებაიორი აირჩიეს
პოპულარულმა ესპანურმა გამოცემამ "Marca", გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც მადრიდის "რეალის" მომავალ ფორვარდს შეეხებოდა. სამეფო კლუბის ფანებმა უპირატესობა ტოგოელ ემანუელ ადებაიორს მიანიჭეს...
გულშემატკივართა 35%-ს სწორედ ემანუელი სურთ მადრიდის "რეალში", მის შემდეგ მოდის მიროსლავ კლოზე 18%-ით, მესამე ადგილს კიდე ლუიშ ფაბიანო იკავებს 14%-ით, დანარჩენმა კანდიდატურებმა ხმათა მცირე რაოდენობას მოუყარეს თავი.
სამეფო კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე აუცილებლად შეიძენს მაღალი დონის ფორვარდს და სავარაუდოდ ეს სწორედ ემანუელ ადებაიორი იქნება. ტოგოელი მდგომარეობა ამჟამინდელ კლუბში თამამად შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფულია. ედვინ ძეკოს ტრანსფერის შემდეგ მანჩესტერ "სიტის" ადებაიორი საერთოდ აღარ სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიო ტოგოელი ფეხბურთელი მომხრეა და ეს მეტად მნიშვნელოვანია, პორტუგალიელის აზრით "ახმახი" მოთამაშე "რეალს" კარგად მოერგება.
- 15 იანვარი 2011
- 2 110
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.