ჟოზემ თავის მიზანს მიაღწია
მადრიდის რეალში, ბოლო ხანებში ყველაზე აქტუალური თემა ახალი ფორვარდის შეძენა იყო. დღეს კი მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ კლუბი სატრანსფერო ფანჯარაზე გამოდის.
ფლორენტინო პერესი ყოველთვის, ახალ შენაძენს თავისი არჩევანით აკეთებდა. მისი პრზიდენტობის დროს, ვერცერთი მწვრთნელი ვერ ახერხებდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფლორენტინოს ნდობის მოპოვებას, მაგრამ ჟოზეს მოსვლის შემდეგ ეს ყველაფერი დასრულდა.
ზაფხულში, როცა "განსაკუთრებული" მადრიდის რეალის მწვრთნელი გახდა, "თეთრების" პოლიტიკა შეიცვალა. უკვე ჟოზე წყვეტს, თუ რომელი ფეხბურთელი სჭირდება კლუბს. ამას ისიც ადასტურებს, რომ წელს სამეფო კლუბმა არ განახორციელა გრანდიოზული ტრანსფერი, როგორც ამას ადრე, პერესის პრეზიდენტობის დროს აკეთებდა. რა თქმა უნდა, რეალმა შეიძინა ახალი ფეხბურთელები და საკმაო ფულიც დახარჯა. მაგალითად, ანხელ დი მარიაში ფლორენტინომ 30 მლ გადაიხადა, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს თანხა ძალიან პატარააა, იგივე კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერში დახარჯულ ფულთან შედარებით. დღესდღეობით, კლუბი ყიდულობს მხოლოდ იმ ფეხბურთელებს, რომელიც ჟოზეს სურს.
ჩემი ზემოთ დაწერილი ტექსტი ძალიან სადაო იქნებოდა, რომ არა დღეს გაკეთებული ხორხე ვალდანოს განცხადება - " ჩვენ ვეძებთ ფორვარდს 6 თვით, რათა გუნდს არ დაეტყოს იგუაინის არყოფნა" მაშ ასე მოურინიომ ამჯერადაც, როგორც იტყვიან თავისი გაიტანა გუნდი ახალი ფორვარდის ძიებაშია. და არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ფეხბურთელი, რომელსაც კლუბი შეიძენს ჟოზეს რჩეული იქნება.
სტატიის ავტორი dato818
- 14 იანვარი 2011
- 2 782
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.