მოურინიოს ინტერვიუ

დღეს, "მადრიდის რეალი" ესპანეთის სამეფო თასის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში დაუპირისპირდება "მადრიდის ატლეტიკოს". სწორედ ამ თემას შეეხო ჟოზე მოურინიო გამართულ პრეს–კონფერენციაზე. ასევე მან ისაუბრა "ვილიარეალთან" გამართულ მატჩზე, იგუაინის შესაცვლელად ახალი ფეხბურთელის ყიდვაზე და სხვა საინტერესო თემებზე.

გონსალო იგუაინის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ესაუბრეთ თუ არა მას ოპერაციის შემდეგ?

ვცდილობდი დავკავშირებოდი,მაგრამ ვერ მოვახერხე.მაგრამ არაფერი გასაკვირი არაა იმაში,რომ ქირურგიული ჩარევის შემდეგ,მან ტელეფონს არ უპასუხა, მას ხომ დასვენება ჭირდება.მე მოვახერხე ექიმთან დალაპარაკება და მან მითხრა,რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და თავად პაციენტიც თავს კარგად გრძნობს.სწორედ ამას ველოდი და ამაზე ვსაუბრობდი მე. სხვათაშორის იგივე პასუხი გამცა მე ექიმმა, როცა ჯონ ტერის ჩაუტარდა ანალოგიური ოპერაცია. ერთი საქმეა ოპერაციის შემდეგ , სრულად გამოჯანმრთელდე და მეორე, გამოჯანმრთელდე, როგორც ფეხბურთელი. ჯონის შემთხვევაშიც ასე იყო, მან ოპერაციიდან რამოდენიმე თვეში დაიწყო ვარჯიში, კიდევ რამდენიმე თვე გავიდა და ის მოედანზე გამოვიდა, მაგრამ იმისთვის, რომ ინგლისის საუკეთესო ცენტრალური მცველი გამხდარიყო,მას ბევრი რამის გაღება მოუწია. დღესდღეობით ის კვლავ იგივე ჯონ ტერია, მაგრამ მან ბევრი იწვალა ამისთვის.რაც შეეხება გონსალოს, საკუთარი პიკის მისაღწევად მას მომდევნო სეზონამდე მოუწევს ლოდინი. მიმდინარე წელს მე მის გამოჩენას არ ველი. ჩვენ უბრალოდ გვინდა ის კარგად იყოს და რომ ის კვლავ გახდეს უწინდებურად საჭირო ფეხბურთელი.

ექიმებმა განაცხადეს, რომ გონსალოს რეაბლილიტავიისთვის ოთხი თვე დაჭირდება,კლუბის ხელმძღვანელობა უკვე არ მალავს, რომ საჭიროა ახალი თავდამსხმელის ყიდვა. რას იტყვით, მოიგეთ ბრძოლა?

"მადრიდის რეალში" მე არავის არ ვებრძოლები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მინდა ყველასთან სამართლიანი ვიყო. რამდენიმე თვის წინ, მე შევხვდი კლუბის წარმომადგენლებს და გავაცანი მათ აქ არსებული სიტუაცია. მე სულ პირდაპირ ვლაპარაკობ, მიუხედავად იმისა, რომ არც ექიმი ვარ და მედიცინაშიც ცუდად ვერკვევი, გამოცდილება მკარნახობდა, რომ პიპიტა მიმდინარე სეზონში ვერ მოახერხებდა თამაშს,მაშინ როცა სხვები მის დაბრუნებას "ლიონთან" მატჩში ვარაუდობდნენ. კლუბმა იცის ჩემი პოზიცია, ის ღებულობს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც თავად თვლის სამართლიანად/სწორად, მე კი ყოველდღე ვიმუშავებ ჩემთვსი ხელმძრვანელობის ყველა გადაწყვეტილება მისაღები იქნება.

და რას გეუბნებათ კლუბი, როცა ახალი თავდამსხმელის ყიდვას თხოვთ?

თქვენ ვერ გეტყვით იმ დეტალებს, რაზეც მიდის საუბარი, ჩემსა და კლუბის პრეზიდენტს ან ხელმძღვანელობას შორის.

და თუ თავდამსხმელს არ გიყიდიან, შემცირდება თუ არა "მადრიდის რეალის" შანსი, მოიგოს ტიტულები მიმდინარე სეზონში?

არ ვიცი,მაგრამ ფაქტია,რაც უფრო მეტი ალტერნატივა აქვს მწვრთნელს,მით უკეთესია მისთვის.რამდენიმე ხნის წინ,მე მაგალითი მოვიყვანე.
"არსენალს" ყავს ვან პერსი,შამახი,ბენდტნერი,არშავინი,მეხუთეს სახელი არ მახსოვს.მათ ხუთი გამოკვეთილი ფორვარდი ყავთ."მილანს" ყავს იბრა,კასანო,ამჟამად ტრავმირებული ინძაგი,რობინიო,პატო.ჩვენ სეზონი იგუაინითა და კარიმით დავიწყეთ,ამჟამად კი მარტო კარიმი გვყავს. "მადრიდის რეალი" შემტევი კლუბია, რომელსაც აუცილებლად უნდა ქონდეს შანსები თავდასხმაში. თავდამსხმელის გარეშე კი ეს ყოვლად წარმოუდგენელია. მაგრამ ასეთია ცხოვრება, სრულფასოვნება არ არსებობს. იმათ, ვისაც ბევრი თავდამსხმელი ყავთ, სხვა პოზიციებზე აქვთ პრობლემები. ჩვენ ხუთი ცენტრალური მცველი გვყავს და თავდასხმაში გვაქვს პრობლემები, მაგრამ რას იზამ. არ მინდა ამაზე საუბარში დავკარგო დრო.

კვირას თქვენ განაცხადეთ, რომ ყველა თქვენს სიტყვას ცუდად იგებენ. როგორია ამ მხრივ ნამდვილი მოირინიო?ისეთი, რომელიც ჰაერზე ისვრის მწარე სიტყვებს,თუ ისეთი, რომელიც ჯერ ფიქრობს და მერე მშვიდ გარემოში სხვებს უზიარებს საკუთარ მოსაზრებებ? ის, რომელმაც თქვა, რომ არასდროს დაბრუნდება "ინტერში", თუ ის, რომელმაც განაცხადა, რომ ისურვებდა მანდ დაბრუნებას ოქროს ბურთით ხელში?

ყველა შემთხვევაში-ეს მე ვარ. მშვიდ გარემოში, თუ აღელვებული ყოველთვის ვცდილობ სამართლიანი და პირდაპირი ვიყო. თქვენ ბევრჯერ გინახივართ,თუ როგორ ვაქებ მსაჯებს და ასევე ბევრჯერ მოგისმენიათ ჩემი სიტყვები,რომ ცუდად ვითამაშეთ და წაგება არბიტრების ბრალი სულაც არ ყოფილა. ასევე თქვენ ხედავდით,რომ გოლის შემთხვევაში შეიძლება საერთოდ არ დამეტყოს ემოცია და პირიქით, პირველივე სიხარულზე მთელი მოედანი შემოვირბინო.

წინა მატჩში, მეტოქის ფეხბურთელმა თქვენ ბოთლი გესროლათ, ხოლო რამოდენიმე დღის წინ, მას წითელი ბარათი საერთოდ გაუუქმეს,.რას იტყვით ამაზე? თქვენ რომ გესროლად ის ბოთლი?

მე მიხარია მას რომ წითელი ბარათი მოუხსნეს,ვინაიდან არ მიყვარს,როცა ფეხბურთელს დისკვალიფიკაციას აძლევენ.მიყვარს,როცა ყველანი მოედანზე არიან, მიყვარს,როცა მოედანზე სუაკეთესო ფეხბურთელები გამოდიან. კანი–კარგი ფეხბურთელია, ხოლო "ვილიარეალს" ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელის,ასე რომ ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნა. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ თუ ჩემი რომელიმე ფეხბურთელი მეტოქის მწვრთნელს ბოთლს ესვრის, მას თავად მე დავსჯი სამთვიანი დისკვალიფიკაციით და თუ მე ვისროდი ამ ბოთლს, მაშინ სათადარიგოთა სკამზე საერთოდ არ დავბრუნდებოდი. მაგრამ არაფერი საშიში არაა. ბოთლში მცირე რაოდენობის წყალი ესხა. კანის საქციელი არ ყოფილა აგრესია, ეს იყო ერთი მორიგი ადამიანის საქციელი, რომელიც ჩემს ყველა ქმედებაში მხოლოდ ნეგატიურს ხედავს.

როგორ "ატლეტიკოს" ელით?

მე ყველაზე საუკეთესო "ატლეტიკოს" ველი.მათ "ბერნაბეუზე" ძალიან კარგად ითამაშეს.ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ.მათ შესანიშნავი მწვრთნელი და კარგი ფეხბურთელები ყავთ.ამჟამად ისინი მოგებაზე ძალიან დაგეშილები იქნებიან.ცოტა არაა 4 ბურთის გაშვება,მითუმეტეს ალიკანტეში.ჩვენც გვქონდა ანალოგიური "ბედნიერება" ("ბარსელონასთან" თამაშს გულისხმობს),ასე რომ ისინი ყველაფერს გაიღებენ დღევანდელ თამაშში მოსაგებად, მითუმეტეს იციან, რომ მომდევნო და გადამწყვეტი თამაში შინ ელით,სადაც მათ ადგილობრივი ინჩასები დაუჭერენ მხარს, რომლებიც მართლაც რომ ნამდვილი ანტიმადრიდისტები არიან. აქედან გამომდინარე , დღეს ძალიან რთული შეხვედრა გველის.

კაკა როგორ გრძნობს თავს? აქვს თუ არა მას სასტარტოში მოხვედრის შანსი?

ის პროგრესირებს. ამჟამად არ ვარ სასტარტო შემადგენლობის გამოცხადებისთვის მზად, მაგრამ კაკა პროგრესს განიცდის. მან სამი შეხვედრა ჩაატარა და თითოეულ მათგანში სულ უფრო და უფრო კარგად გამოიყურებოდა. "ხეტაფესთან" ის მაშინ გამოვიდა, როცა უკვე ვიგებდით, "ლევანტესთან" რამენაირი დასკვნების გამოტანა შეუძლებელი იყო, ხოლო "ვილიარეალთან" შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო, ის გამოვიდა და კარგად გამოიყურებოდა მოედანზე. ასე რომ, კაკას შემყურეს სულ უფრო და უფრო კარგი წარმოდგენა მიჩნდება.

"ვილიარეალთან" მომხდარი სიტუაციის შემდეგ, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ლასანა მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდება?

ხომ გითხარით,დღეს შემადგენლობის დასახელებისთვის მზად არ ვარ.შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შევიტანო.ლასანა "ვილიარეალთან" იმიტომ შევცვალე,რომ კლუბი ცუდად გამოიყურებოდა,ხოლო ოთხი,ხუთი და ექვსი ფეხბურთელის შეცვლა კი მე არ შემეძლო,ვინაიდან მოედანზე სამი მცველი მრცებოდა,მე კი ვიცოდი,თუ წინ გასვლას ვერ მოვახერხებდით მოგვიანებით ალბიოლს შევცვლიდი.სწორედ მაშინ იქნებოდა კლუბისთვის მომგებიან მოედანზე ხედირას ყოფნა, რომელსაც შეუძლია მესამე ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში.ასე აჯობებდა არა კონკრეტულ შემთვევაში,არამედ საერთოდ.ამიტომაც ჩავთვალე ეს გადაწყვეტილება სამართლიანად. ყოველთვის ვფიქრობ ფეხბურთელების განცდებზე. მაგრამ შეხვედრის განმავლობაში მარტო გუნდი მაწუხებს.შესაძლოა ის გადაწყვეტილება მას ცუდად მოხვდა გულზე, მაგრამ თამაშში მე მხოლოდ გუნდი მაღელვებს.

"ატლეტიკოსთან" ამ თამაშის წინ, თქვენ სასტუმროში ორი საათის დაგვიანებით შეიკრიბეთ, რატომ?

კასილასმა უკვე ამით დამახრჩო (იცინის)... ყოველდღე, წარმოგიდგენიათ, ყოველდღე ის მთხოვს, რომ მივცე მათ კიდევ ორი საათი სახლში ან კიდევ სადმე, მაგრამ საკუთარ კომპანიიონებთან სავახშმოდ. სასტუმროში შეკრება 10 საათზე, როცა თამაში მომდევნო დღეს 10 საათზე გაქვს სავსებით ნორმალურია, ამაში რაიმე ცუდს არ ვხედავ.

"ვილიარეალთან" შეხვედრაში პირველი პერიოდის განმავლობაში მეტოქე თქვენს დაცვას როგორც უნდოდა, ისე არღვევდა.ასეთი რამ სხვა რამოდენიმე შეხვედრებშიც იყო, რატომ?

მე თქვენ დაგეთანხმებით. ეს იყო პირველად (!) მიმდინარე სეზონში, როცა ჩვენ ამდენი პრობლემა და სახიფათო მომენტი შეგვიქმნეს. ვფიქრობ, ამაში დამნაშავე "ვილიარეალია", რომელმაც ის შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მეორე ტაიმში ისინი ასე აქტიურად აღარ უტევდნენ,ვინაიდან აქ უკვე "მადრიდის რეალმა" აჩვენა საკუთარი სათამაშო სტილი.


წყარო: As.com

  • shvela
  • 13 იანვარი 2011
  • 2 149
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)