ბლატერი: " "ლა ლიგა" საუკეთესოა"
ფიფას პრეზიდენტმა ჯოზეფ ბლატერმა განაცხადა,რომ "პრიმერა" დივიზიონი მსოფლიოში პირველია...
ფიფას პრეზიდენტმა "CNN World Sport"-თან ინტერვიუში განცხადა,რომ "ლა ლიგა" მსოფლიოში საუკეთესო ჩემპიონატია. ბლატერმა ეს გადწყვეტილება იმის საფუძველზე მიიღო,რომ ესპანეთმა მოიგო 2010 წლის მუნდიალი და ესპანელი ფეხბურთელების უმრავლესობა სწორედ "ლა ლიგაში" ასპარეზობს.
"როცა თქვენ გადახედავთ ესპანეთის ნაკრებს,რომლმაც მუნდიალი მოიგო, შეამჩნევთ,რომ მათჲ უმრავლესობა "ლა ლიგაში" თამაშობს. ამას ისიც დავამატოთ,რომ 2010 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებიდანაც უმრავლესობა აქ არის თავმოყრილი.აქ არის მსოფლიოში ორი საუკეთესო მწვრთნელი - ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა.აქ თამაშობს ორი უდიდესი ფეხბურთელი - ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო. აქ ასპარეზობს ორი გიგანტი თანამედროვე ფეხბურთში - "რეალი" და "ბარსელონა". მგონი ეს საკმარისზე მეტი მიზეზებია,რომ "ლა ლიგა" საუკეთესო იყოს."
" "პრემიერ ლიგა" ყველაზე სანახაობრივი ჩემპიონატია, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო იგი კონკურენციას ვერ უწევს "პრიმერას". რაც შეეხება ოქროს ბურთს. მე ვფიქრობ,რომ ეს მესიმ დაიმსახურა. ის შესანიშნავ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს."
goal.com
- 13 იანვარი 2011
- 2 299
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.