”რეალი” დერბისთვის მზადაა
მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელებმა, ”კოპა დელ რეის” შეხვედრამდე უკანასკნელი ვარჯიში გამართეს.
ჟოზე მოურინიოს განკარგულებაში 22 ფეხბურთელი გახლდათ, ვალდებებასზე მისვლა მხოლოდ ტრავმირებულებმა(დუდეკი, პეპე & იგუაინი) და მაჰამადუ დიარამ ვერ შეძლეს.ამ უკანასკნელს პირადი მიზეზების გამო მოუხდა სესიის გამოტოვება.
თავდაპირველად, ”თეთრებმა” სატრენაჟორო დარბაზში დაიწყეს ვარჯიში, რუი ფერეას მეთვალყურეობის ქვეშ.ამის შემდეგ, მადრიდელები პორტუგალიელის ტაქტიკურ სავარჯიშოებს ასრულებდნენ, ხოლო ბოლოს კი, ბიჭებმა ბურთიც გააგორეს ერთმანეთში.
აღსანიშნავია, რომ მთავარ გუნდთან ერთად ახალგაზრდა კიპერი, პაჩეკოც ირჯებოდა.
- 12 იანვარი 2011
- 1 957
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.