კარვალიო: ”კარის მშრალად შენახვა მნიშვნელოვანია”
მადრიდის ”რეალის” მცველის, რიკარდო კარვალიოს ინტერვიუ...
”თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მე მიყვარს ეს კლუბი. აქ ადაპტაცია ძალიან მარტივად გავიარე და ტიტულების მოსაგებად მოვედი, რასაც აქამდე ვაკეთებდი კიდეც”.
”ჟოზე მოურინიომ ”ატლეტიკოსთვის” უკვე მოგვცა კონკრეტული დავალებები. ის ამას აკეთებდა ისევე როგორც ”პორტოს”, ასევე ”ჩელსის” მწვრთნელობის დროსაც. ის სწავლობს მეტოქეთა სუსტ წერტილებს და შემდეგ იოლად ამარცხებს მათ”.
”ატლეტიკოს კარგად ვიცნობთ. მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია, რათა ეს ბარიერი გადავლახოთ. ჩვენ გაგვაქვს ბევრი გოლი, რადგან წინა ხაზში უმაღლესი დონის ფეხბურთელებით ვართ დაკომპლექტებულნი. მნიშვნელოვანია კარის მშრალად შენახვაც, რადგან ეს არის ორმატჩიანი დუელი, სადაც სახლში გაშვებული გოლი შესაძლოა ძალიან ძვირად დაგვიჯდეს”.
”ატლეტიკოსაც ძალიან მაღალი დონის ფორვარდები ჰყავს. მაგალითად კუნი და დიეგო. მე მათ შორის ვერ ავირჩევ უკეთესს”.
”არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით. ჩემ თავს ყოველთვის ვაკრიტიკებ და მინდა მეტი და მეტი გავაკეთო. მიღწეულით დაკმაყოფილება არ შეიძლება”.
”თამაშისას ძალიან ძნელია ნერვების კონტროლი, განსაკუთრებით დაძაბულ შეხვედრებში, როგორიც ”ვილიარეალთან” იყო. ბევრი ვიშრომეთ და სწორედ ამიტომ გაგვიხარდა ყველაზე ძალიან მეოთხე გატანილი გოლი. მატჩის ბედი ამ გატანილი გოლის შემდეგ გადაწყდა”.
”პეპე ტრავმირებულია და იმედია მალე დაბრუნდება. მე მჯერა, რომ ის არსად არ წავა, რადგან მასთან ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს”.
”კრიშტიანომ პრიმერას მატჩში ”ატლეტიკოსთან” მართლაც შესანიშნავი საფეხბურთო ნომერი შესთავაზა ადგილობრივ გულშემატკივარს. ვერ ვხვდები რატო სწყინთ მოწინააღმდეგეებს ასეთი ლამაზი ქმედებები”.
წყარო:realmadrid.com
- 12 იანვარი 2011
- 1 936
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.