"რეალი” მორატას ”ხეტაფეში” არ გაანათხოვრებს
როგორც ვიცით, ”ხეტაფეს” მადრიდის ”რეალთან” შესანიშნავი სატრასფერო პოლიტიკა აქვს. ამჟამად მათ მორატას არენდით აყვანა სურდათ, მაგრამ ფლორენტინო პერესისგან ”ხეტაფემ” მტკიცე უარი მიიღო.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გონსალო იგუაინი გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება, ”რეალი” ბენზემას იმედად რჩება. ასე, რომ მადრიდელებს ესაჭიროებათ კიდევ ერთი ფორვარდი. ეს ფორვარდი კი სწორედ მორატაა. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გონსალო იგუაინის ტრავმის გამო, მორატა გუნდში რჩება.
რამდენიმე დღის წინ ფლორენტინო პერესი და ხორხე ვალდანო შეთანხმდნენ, რომ ისინი ფორვარდს ზამთარში არ დაიმატებდნენ ასე, რომ ჟოზე მოურუნიოს მოუწევს იმ რესურსების გამოყენება, რომელიც კლუბს აქვს. მადრიდის ”რეალს” ძირითად შემადგენლობაში ბენზემას გარდა ფორვარდი აღარ დარჩა, ამიტომ მათ მოუწევთ კასტილიიდან რომელიმე თავდამსხმელის დამატება. იქ კი ყველაზე კვალიფიციური სწორედ მორატაა. ასე, რომ ამ ნიჭიერ ბიჭს ძალიან კარგი შანსი ეძლევა თავის გამოსაჩენად.
წყარო:as.com
- 12 იანვარი 2011
- 2 005
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.