"რეალის" სული და გული

მადრიდის "რეალის" სული და გული, დაცვის ბურჯი, ნამდვილი მადრიდისტა - ეს სერხიო რამოს გარსიაა...

სერხიო რამოსი მადრიდის "რეალში" 2005 წელს გადმოვიდა და მას შემდეგ ძირითადის უცვლელ წევრად იქცა. იგი და "ბლანკოსი" განუყოფელია. განვლილი წლების განმავლობაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის "ბლანკოსის" თითქმის ყველა მოგებულ მატჩში. დღესდღეობით სერხიო "რეალის" ვიცე-კაპიტანია. ეს მას შემდეგ მოხდა,რაც რაულმა და გუტიმ კლუბი დატოვეს. თუმცა ახლაც დავა მიმდინარეობს იმის შესახებ თუ ვინ უფრო გამოადგებოდა კლუბს როგორც კაპიტანი: იკერ კასილასი თუ სერხიო რამოსი. მე გთავაზობთ სერხიოს ბიოგრაფიას, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცის...


სრული სახელი: სერხიო რამოს გარსია

დაბადების თარიღი: 1986 წლის 30 მარტი

დაბადების ადგილი: კამასი (ესპანეთი)

სიმაღლე: 183სმ

წონა: 73კგ

სათამაშო პოზიცია: მცველი

ამჟამინდელი კლუბი: მადრიდის "რეალი"

მაისურის ნომერი: 4

ადრეული კარიერა: "სევილია"




სერხიო რამოსი დაიბადა 1986 წლის 30 მარტს ანდალუზიის პროვინციის პატარა ქალაქ კამასში, რომელიც სევილიის მეტროპოლიტენში შედის. 1996 წელს 10 წლის ასაკში სერხიო ხესუს ნავასთან ერთად შეიყვანეს "სევილიის" საფეხბურთო აკადემიაში, სადაც იგი 2003 წლამდე სწავლობდა ფეხბურთის ანბანს. 2003 წელს იგი "სევილია ბ-ში" გადაიყავანეს და სულ რამოდენიმე ხანში კი ანდალუზიური გრანდის რიგებშიც ჩაირიცხა. მისი დებიუტი "რამონ სანჩეს პის ხუანზე" შედგა 2004 წლის პირველ თებერვალს "დეპორტივოს" წინააღმდეგ. იგი მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე. ის მატჩი "სევილიამ" 0-1 წააგო.

რამოსმა მხოლოდ 1 სეზონი გაატარა "სევილიაში", მაგრამ ამ მცირე ხანში 37 მატჩში 2 გოლი გაიტანა და იმდენი მოახერხა,რომ ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო. მაგრამ ყველას სამეფო კლუბმა აჯობა და ანდალუზიელი ფეხბურთელიც სწორედ აქ გადმოვიდა. 2005 წლის ზაფხულში მან კონტრაქტი გააფორმა "ბლანკოსთან".სერხიო ესპანეთში ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელია. 19 წლის რამოსში 27 მილიონი გადაიხადეს. აღსანიშნავია,რომ სერხიო ერთადერთი ესპანელი ფეხბურთელია,რომელიც ფლორენტინო პერესმა შეიძინა თავისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდში.

რამოსს "რეალში" 4 ნომრიანი მაისური მისცეს. მანამდე იგი "ბლანკოსის" ლეგენდარულ მცველ ფერნანდო იეროს ეკუთვნოდა. სერხიო ამ მაისურის ღირსეული მფლობელია, იგი იეროს გზას ადგას და გავა წლები და ისიც მადრიდის "რეალის" ლეგენდა გახდება.

2005 წლის 6 დეკემბერს სერხიო რამოსმა პირველად გაიტანა გოლი თეთრი მაისურით. ეს მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მოახერხა "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ. მაშინ "ბლანკოსი" ბერძნებთან 2-3 დამარცხდნენ. პირველი სეზონის განმავლობაში სერხიო ცენტრალურ მცველად თამაშობდა. ხოლო მას შემდეგ,რაც "რეალში" პეპე და მეტცელდერი მოვიდა, მას მარჯვენა ფლანგზე მოუწია გადანაცვლება, რაც ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. მან 4 სეზონის განმავლობაში 20-ზე მეტი გოლი გაიტანა, რაც მცველისთვის, მითუმეტეს თუ ის "რეალში" თამაშობს, ძალიან კარგი შედეგია.

რამოსის "რეალში" თამაშის დროს, "ბლანკოსმა" ორჯერ მოახერხა "ლა ლიგის" მოგება. სწორედ ამ ორ სეზონში ითამაშა მან საოცრად. სერხიოს უდიდესი წვლილი მიუძღვის გუნდის გაჩემპიონებაში რაც იმაში გამოიხატება,რომ სერხიომ ამ ორ სეზონში უამრავი საგოლე გადაცემა გააკეთა და საერთო ჯამში 20-მდე გოლიც გაიტანა. ეს რა თქმა უნდა გუნდს ძალიან კარგად გამოადგა. რამოსი მომდევნო სეზონშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო "მერენგების" რიგებში. იგი კვლავ ნაყოფიერად მოქმედებდა როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმის ხაზში.

2008 წელის ფანტასტიური იყო რამოსისთვის. ფიფამაც და უეფამაც სერხიო წლის საუკეთესო გუნდში მარჯვენა მცველად განაწესა. ასევე ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის 21-ე ადგილზე გავიდა, რაც ალბათ დამეთანხმებით მცველისთვის ძალიან კარგი შედეგია.

2009-2010 წლების სეზონში პეპემ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც სერხიოს დაცვის ცენტრში მოუხდა თამაში, რამაც ის გამოიწვია,რომ იგი შეტევებში იშვიათად ერთვოდა და შესაბამისად გოლებიც ნაკლებად გაჰქონდა. მან 33 მატჩი ჩაატარა ცენტრალური მცველის ამპლუაში ამ სეზონის განმავლობაში. 2010 წლის 21 თებერვალს რამოსმა 200-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა "რეალის" მასიურით. მაშინ "ბლანკოსი" "ვილეარეალს" დაუპირისპირდა "ბერნაბეუზე" და დიდი ანგარიშით - 6-2 მოუგო.

რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, 2005 წლამდე რამოსი ესპანეთის ნაკრების ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. საერთო ჯამში მან 13 მატჩი ჩაატარა. სამწუხაროდ მას გოლი არ გაუტანია. 2005 წლის 26 მარტს შედგა მისი დებიუტი "ფურია როხას" შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩში ჩინეთთან,რომელიც ესპანელებმა 3-0 მოიგეს. მაშინ სერხიო 18 წლის 11 თვის და 361 დღის იყო.იმ დროისთვის ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო ბოლო 55 წლის მანძილზე,რომელსაც უთამაშია "ფურია როხას" შემადგენლობაში. მას სულ რამოდენიმე დღით აჯობა ცესკ ფაბრეგასს.

ამ მატჩიდან ზუსტად 7 თვის შემდეგ მან პირველი გოლი გაიტანა ეროვნული ნაკრების მაისურით სან მარინოს წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიპიკაციო ეტაპზე.ის მატჩი "ფურია როხამ" 6-0 მოიგო. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე სერხიოს უდიდესი წვლილი მიუძღვის ესპანეთის ნაკრების გაჩემპიონობაში. მან 2 გოლის გატანა მოახერხა და რამოდენიმე საგოლე პასიც მიითვალა. 11-ივე შეხვედრაში მან ძირითადიდან დაიწყო თამაში.

2010 წლის მუნდიალი რამოსმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მსგავსად ევროპის ჩემპიონატისა აქაც დიდი წვლილი შეიტანა "ფურია როხას" გაჩემპიონებაში. მიუხედავად იმისა,რომ მას გოლი არ გაუტანია, ის მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ესპნაელთა შემადგენლობაში. მუნდიალის დასრულების შემდეგ რამოსის თამაში 10-ქულიან სისტემაში 9.79-ით შეფასდა, რაც საუკეთესო შედეგია. ესპანეთის ნაკრების მაისურუთ რამოსს 72 მატჩის აქვს ნათამაშები და 5 გოლიც აქვს გატანილი.

2007 წლის აგვისტოში სერხიოსთვის ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. მისი ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი,ანტონიო პუერტა მოულოდნელად გარდაიცვალა. ისინი ხესუს ნავასთან ერთად მივიდნენ "სევილიის" ახალგაზრდულ გუნდში და 2005 წლამდე თითქმის ყოველდღე უწევდათ ერთმანეთის ნახვა, რამაც ისინი ძალიან დაახლოვა. პუერტას სიკვდილმა რამოსზე დიდი ზემოქმედება გამოიწვია. იგი ფორმიდანაც ამოვარდა ერთი პერიოდი. თითქმის ერთი წლის განმავლობაში მას "რეალის" მაისურის შიგნით მაისური ეცვა,რომელზეც პუერტას ფოტო იყო გამოსახული. იგი დღემდე გატანილი გოლის შემდეგ ცაში ხელებს იშვერს და ყოველ გატანილ გოლს მეგობრის ხსოვნას უძღვნის.


ტიტულები:

"ლა ლიგა" - 2006-2007, 2007-2008
ესპანეთის სუპერთასი - 2008
მსოფილო ჩემპიონატი - 2010
ევროპის ჩემპიონატი - 2008
ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი - 2004
კონფედერაციის თასი - 2009 (მესამე ადგილი)


პირადი ტიტულები:

უეფას საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - 2004-2005
უეფას სეზონის საუკეთესო მცველი - 2005-2006
წლის აღმოჩენა (დონ ბალონის ჯილდო) - 2005
ESM-ის სეზონის გუნდის მარჯვენა მცველი - 2007-2008
ფიფას სეზონის გუნდის მარჯვენა მცველი - 2007-2008
უეფას წლის გუნდის მარჯვენა მცველი - 2008
ფიფას წლის გუნდის მარჯვენა მცველი - 2008
ანტონიო პუერტას ჯილდო - 2008
Móstoles Sports Elite-ს ჯილდო - 2010
2010 წლის მუნდიალის ოლსტარის გუნდის მარჯვენა მცველი




მაშ ასე, ალბათ დამეთანხმებით,რომ მადრიდის "რეალს" მართლაც რომ ნამდვილი მადრიდისტა ჰყავს შემადგენლობაში. გავა წლები და სერხიო რამოს გარსიას მოვიხსენიებთ ისეთი ლეგენდების გვერდზე,როგორიცაა რაული, გუტი, რედონდო, იერო, ზიდანი, რონალდო და ა.შ.

HALA RAMOS!!!



სტატიის ავტორი: WIShMASTER

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)