კასილასის ინტერვიუ
საუკეთესო მეკარის წოდების შემდეგ, იკერ კასილასმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს...
”ჩვენ გაოცებულები ვართ. მას შემდეგ რაც ესპანეთმა მუნდიალი მოიგო, ყველას ეგონა, რომ ხავი ან ინიესტა აიღებდა ოქროს ბურთს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. პრიზი ლიონელ მესიმ მოიგო”.
იკერი კიდევ ერთხელ შეეხო მესის და კრიშტიანოს თემას: ”მესიმაც დაიმსახურა საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს რომელიმე ჩვენი ფეხბურთელი მოიგებს ამ ჯილდოს. ლეო და კრიშტიანო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან და მათ დიდი ბრძოლა აქვთ ამ ტიტულის მოსაპოვებლად. ეს იმედია მომავალ წელსაც გაგრძელდება”.
”მე გასული წლით ძალიან ბედნიერი ვარ, ისევე როგორც ყველა ესპანელი ფეხბურთელი. ჩვენ პიკს მივაღწიეთ და გავხდით ჩემპიონები” - დაასრულა იკერმა.
წყარო:as.com
- 11 იანვარი 2011
- 2 284
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.