იკერი და კრიშტიანო თერთმეტეულში მოხვდნენ
მოგეხსენებათ, დღეს ჟოზე მოურინიო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ასევე დასახელდა ოქროს ბურთის მფლობელი, ეს ტიტული არგენტინელმა ლიონელ მესიმ მოიგო. თერთმეტ საუკეთესო ფეხბურთელს შორის კი მოხვდნენ სამეფო კლუბის მოთამაშეები, იკერ კასილასი და კრიშტიანო რონალდო...
წინა სეზონი ესპანელი მეკარისათვის ძალიან წარმატებული იყო. მან ოქროს ხელთათმანის მოპოვება შეძლო. იგი გახდა L'Equipe- ს წლის საუკეთესო მეკარე, ასევე იკერი პირველ მეკარედ აღიარა ცნობილმა გამოცემამ "IFFHS"
"წინა სეზონი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ მეორედ მოვხვდებოდი საუკეთესო თერთმეტეულში. დღევანდელი დღე ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ყოველთვის მეტის მიღებას ვცდილობ, შარშანდელი სეზონი ინდივიდუალური თვალსაზრისით მშვენიერი გამოდგა."
კრიშტიანო რონალდომ "რეალში" მოსვლის შემდეგ პირველივე სეზონში ბრწყინვალე შედეგები აჩვენა გატანილი გოლების მხრივ. პორტუგალიელი მოთამაშე ამ შედეგს არ სჯერდება და წელს კიდევ უფრო მეტის გატანას გეგმავს, ამ ეტაპზე რონალდოს ანგარიშზე ლა ლიგაში 22 გოლია. 2011 წელს პორტუგალიელმა შემტევმა ლა ლიგის ეგიდით 2 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა. (2.5 გოლი საშუალოდ თითო მატჩში.) სწორედ ამ შედეგებმა განაპირობა რონალდოს წარმატება.
იკერი და რონალდო 50 000 მოთამაშიდან 11-ში მოხვდნენ, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის.
- 11 იანვარი 2011
- 3 060
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.