კაკა : "ემოციური დღე იყო"
მოგეხსენებათ, "ვილიარეალთან" შეხვედრაში რიკარდო კაკამ შესანიშნავი კომბინაციის შედეგად, გოლის გატანა მოახერხა და "ბლანკოსს" გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...
"ჩემთვის დღევანდელი დღე ბედნიერია იმიტომ, რომ ბერნაბეუზე გავედი და დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ გოლის გატანა მოვახერხე. პუბლიკა ტაშს მიკრავდა და ჩემ მიმართ უდიდეს სითბოს იჩენდა, რაც ძალიან მახარებს. ეს იყო ემოციებით დატვირთული შეხვედრა, გამარჯვების მოპოვება მართლაც რთული იყო, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც ჩვენ გვაწყობდა."
"მოურინიო მსოფლიოში საუკეთესოა და დღეს ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, მისმა შეტანილმა გარდატეხებმა გაამართლა და გუნდი იმ გზას დაადგა, რომელიც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანდა. "ვილიარეალი" პირველ ნახევარში უდიდეს წინააღმდეგობას გვიწევდა და სწორედ პორტუგალიელი სპეციალისტის დამსახურებაა ის, რომ მატჩის მეორე ტაიმი რადიკალურად შეიცვალა."
"კრიშტიანო რონალდო ბრწყინვალე მოთამაშეა და დღევანდელ გამარჯვებაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის. ჰეთ-თრიკის შესრულება "ბლანკოსის" მაისურით ურთულესი საქმეა, პორტუგალიელმა კი ეს მოახერხა. რონალდოს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია გუნდისთვის, იგი ნამდვილი ლიდერია და სწორედ იქ იმყოფება, სადაც საჭიროა. დარწმუნებული ვარ კრიშტიანო კიდევ ბევრს გაიტანს და გუნდს ტიტულების მოგებაში დაეხმარება."
- 10 იანვარი 2011
- 2 670
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.