ლას, ვინ იცის, იქნებ ცხოვრებისეული შეცდომა დაუშვი...
დღევანდელ შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ, მოედანზე სამი ხედირა გამოჩნდა, რომელმაც ფრანგი ნახევარმცველი, ლასანა დიარა ჩაანაცვლა. ჟოზე მოურინიო უკმაყოფილო იყო ლასის თამაშით, რადგან მოედნის ცენტრში იგი ბევრს სცოდავდა...
გასახდელში ინციდენტი მოხდა, რომელიც დიარას ძვირად დაუჯდება. ლასი მეორე ტაიმში არც სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდა და არც გასახდელში. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ფრანგ ნახევარმცველს გეზი სახლისკენ აუღია და მას საერთოდ აღარ უდევნებია თვალი "ბლანკოსის" თამაშისთვის.
ჟოზე მოურინიო ამ ფეხბურთელს ასეთ საქციელს რა თქმა უნდა არ აპატიებს, ამიტომ დიარას სერიოზული სასჯელი ემუქრება. აქამდე ასეთი რამ ესტებან გრანეროს გაუკეთებია, იგი ფინანსური ჯარიმით დაისაჯა, ოღონდ აღსანიშნავია, რომ მაშინ გუნდის მწვრთნელი არა ჟოზე, არამედ მანუელ პელეგრინი იყო, რომელიც პორტუგალიელთან შედარებით გაცილებით მლმობიერია.
- 10 იანვარი 2011
- 2 922
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.