ნახვამდის დიდო ლეგენდავ
2005 წლის 25 აპრილს შედგა მატჩი ვილიარეალსა და მადრიდის რეალს შორის. ამ შეხვედრის მსვლელობაში გადაიღეს ფილმი - “ზიდანი 21-ე საუკუნის პორტრეტი”. ერთი წლის შემდეგ კი, როცა კანის ფესტივალზე ამ ფილმის პრემიერა შედგა, ამ დროს ესპანეთში, სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალის ლეგენდამ თავისი ბოლო შეხვედრა ჩაატარა…
“არ ვიცი, არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ არ არსებობს ფეხბურთი ზიდანის შემდეგ” - წერდა as-ის ჟურნალისტი “სესარ მარტინესი” - “ არ წარმომიდგენია როგორ შეძლებენ მადრიდელები ბურთის გაგორებას, გადაცემების გაკეთებას და გოლების გატანას. ეს სიტყვები არ არის გადამეტებული. ზიდანი იყო ყველასთვის სამაგალითო და გამორჩეული. გაიხსენეთ, რომელ ფეხბურთელს შეეძლო ყოველ თამაშში აღტაცება გამოეწვია გულშემატკივრებში და ამ დროს ცხოვრებაში ყოფილიყო უბრალო ადამიანი. მადრიდელთა 5 ნომერი იყო სამაგალითო შვილი, მშობელი, მეგობარიც კი. გმადლობთ ზიზუ, რომ მასწავლიდი ცხოვრებას, იმის მიუხედავად, რომ არც კი ვიცნობდით ერთმანეთს”.
მადრიდის რეალის და ზიდანი ისტორია დაკავშირებულია ხელსახოცთან. დიახ, ერთ უბრალო მაგიდის, ხელსახოცთან. 2001 წელს ფიფას ორგანიზებულ ერთერთ კონცერტზე, ფლორენტინო პერესის მაგიდიდან გზავნილი გადავიდა შემდეგ მაგიდაზე, სადაც საფრანგეთის და ტურინის იუვენტუსის ვარსკვლავი ზინედინ ზიდანი იჯდა. ეს გზავნილი იყო ხელსახოცი რომელზეც ასეთი რამ ეწერა: “გინდა მადრიდის რეალში თამაში?” ზიდანს გაეცინა და ინგლისური ასოებით ხელსახოცს მიაწერა Yes.
1998 წელს დონ ფლორენტინო პერესი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს Stade de France-დან ადევნებდა თვალს. როცა ზინედინ ზიდანმა 27 წუთზე ანგარიში თავური დარტყმით გახსნა, პერესმა თავის მეუღლეს გადაულაპარაკა: ხედავ ათ ნომერ ფეხბურთელს? თუ ოდესმე რეალის პრეზიდენტი გახვხდები, ეს ფეხბურთელი აუცილებლად ითამაშებს ჩემს გუნდში”. ეს ასეც მოხდა. 2001 წელს ესპანელი ბიზნესმენი და უკვე მადრიდის რეალის პრეზიდენტი დაჯდა თვითმფრინავზე,რამდენიმე საათში ის ტურინში ჩაფრინდა , სადაც იუვენტუსის პრეზიდენტს ლუჩიანო მოჯის შეხვდა. რამოდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ფლორენტინომ მიაღწია თავის საწადელს. იმ დროს რეკორდული თანხის გადახთით (65 მლ ევრო) ზინედინ ზიდანი სამეფო კლუბის რიგებში ჩარიცხა.
ზიზუ გახდა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, მაგრამ მადრიდული კარიერის პირველ ხანებში ეს ტიტული მას სასარგებლოდ არ წაადგა. ზიდანს თავიდან ძალიან გაუჭირდა მადრიდზე შეგუება. ფლორენტინო ხედავდა, როგორ უჭირდა ზიდანს და ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეწყო ფრანგისთვის. მან ფიგუსაც კი სთხოვა დახმარებოდა: “ფიგუ, ზიდანს ეხლა რთული დროება უდგას. კარგი იქნება თუ მას ხშირად დაპატიჯებ სახლში და დაუახლოვდები. თქვენი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია კლუბისთვის”. მაგრამ ვერც ფლორენტინომ და ვერც ფიგუმ ვერ უშველეს ზინედინს. მადრიდელთა 5 ნომრის პრობლემები დასრულდა მაშინ, როცა დელ ბოსკემ ზიზუ მარცხენა ფლანგზე განათავსა. სწორედ ამ ფლანგიდან გაიტანა ზიდანმა თავისი პირველი გოლი მადრიდის შემადგენლობაში. ხოლო 2002 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაკეთებული შედევრის შემდეგ დაიწყო ნამდვილი სასწაულები ზიდანის მიერ.
გავიდა წლები, ზინედინს აწუხებდა სხვადასხვა ტრავმები. რეალი დიდი ხნის განმავლობაში ტიტულის გარეშე იმყოფებოდა. 2006 წელს კი ზიდანმა თავის ინტერვიუში განაცხადა: “მე მივდივარ”, ის იყო 33 წლის, მის უკან იყო ჯადოსნური ხუთი წელი რომელიც მან რეალის მაისურით გაატარა.
ბერნაბეუზე ბევრი იკარგებოდა არასტაბილურობის გამო, ბევრიც არაპროფესიონალიზმის გამო, მაგრამ ზიდანი იყო ყველასგან გამორჩეული. ასეთი ტიპის ფეხბურთელი სანტიაგოს არ ჰყავდა ნანახი. ის ბერნაბეუზე ულამაზეს სპექტაკლებს დგამდა. მან მიაჩვია გულშემატკივრებს, რომ მისი ყოველი ფინტი, გადაცემა თუ გოლი იწვევდა აღტაცებას. ზიზუმ თავისი თამაშით, მის მიმართ ჩამოაყალიბა სამუდამო სიყვარული თავის გულშემატკივრებს შორის.
ისე მოხდა, რომ ზიდანის გამოსამშვიდობებელ თამაშში, რეალს მოწინააღმდეგედ ვილიარეალი მოუწია და გულშემატკივრები კმაყოფილნი იყვნენ ამით, რადგან ვილიარეალი იყო ძლიერი გუნდი, რომელსაც ჰყავდა უმაღლესი დონის ფეხბურთელი - რიკელმე, რომელიც თამაშის სტილით ძალიან გავდა ზიდანს, თუმცა ისინი ამასთანავე ძალიან განსხვავდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ თავის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაში მადრიდელთა ლეგენდას მოედანი გოლის გარეშე არ დაუტოვებია.
მიდიოდა ზიდანი და მასთან ერთად სილამაზე, ჯადოქრობა და ის ელეგანტობა რომელიც ფრანგს გააჩნდა. მისი წასვლით, აგრეთვე დასრულდა დიდებული გალაქტიკოსის ეპოქა, რომლისთვისაც ზიზუ განუყოფელი ფიგურა იყო…
- 9 იანვარი 2011
- 4 076
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.